ახმეტაში, სოფელ შახვეტილას #22 უბანზე „ნაცმოძრაობის“ კომისიის წევრის განცხადებით, მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და მოკვლით დაემუქრნენ

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ შახვეტილას #22 უბანზე „ნაციონალური მოძრაობის" კომისიის წევრის გიორგი ღანიშაშვილის განცხადებით, მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და მოკვლით დაემუქრნენ. გიორგი ღანიშაშვილის მტკიცებით, საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირები აგრესიით გამოირჩეოდნენ. მისი თქმით, მას ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც მოკვლით დაემუქრნენ.

ადგილზე პოლიცია გამოიძახეს.

ფაქტი პროვოკაციად შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა ზურაბ ოტიაშვილმა. მისი თქმით, მმართველმა ძალამ იცის, რომ არჩევნებს აგებს და ძალადობრივ ხერხებს მიმართავს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო