ლევან სამუშიას ინფორმაციით, ზუგდიდში მე-17 უბანზე გადასატან ყუთთან დაკავშირებით დარღვევები გამოიკვეთა

პარტია ,,ლელო საქართველოსთვის” წევრის ლევან სამუშიას ინფორმაციით, ზუგდიდში მე-17 უბანზე გადასატან ყუთთან დაკავშირებით დარღვევის ფაქტები გამოიკვეთა. კერძოდ, გადასატანი ყუთის სიებში მითითებული პირები, რომლებიც თითქოს საჭიროებდნენ ყუთის ბინაზე მიტანას, სრულიად ჯანმრთელი აღმოჩნდნენ და საარჩევნო უბანზე მივიდნენ.

სამუშიას განმარტებით, გადასატან ყუთში აღნიშნული პირების ნაცვლად არჩევანი სხვამ გააკეთა, რის გამოც გადასატანი ყუთის გაბათილებას მოითხოვენ.

„გადასატანი ყუთის სიებში იყო 37 ადამიანი , რომლებიც თითქოს საჭიროებდნენ ყუთის ბინაზე მიტანას, თუმცა გადასატან ყუთში აღმოჩნდნენ სრულიად ჯანმრთელი ადამიანები, რომლებიც გამოცხადდნენ ადგილზე. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ გადასატან ყუთში მათ ნაცვლად ვიღაცამ დააფიქსირა არჩევანი. სამმა ადამიანმა ამ სიიდან მოითხოვა უბანზე ხმის მიცემა, რაც შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც ამ ადამიანებმა დაწერეს საჩივარი, ეს არის პირდაპირი დარღვევა და პარტია" ლელო" მოითხოვს გადასატანი ყუთის გაბათილებას!”,- აღნიშნა ლევან სამუშიამ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო