"ენერგო-პრო ჯორჯია“ - ქუთაისის საარჩევნო უბნებს ელექტროენერგია სტაბილურად მიეწოდება, 2-3 უბანს დაახლოებით 8 წუთი ჰქონდა ენერგომომარაგება შეწყვეტილი

,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქუთაისის საარჩევნო უბნებს ამ დროისთვის ელექტროენერგია სტაბილურად მიეწოდება. ავტოქარხნის დასახლების მიმდებარედ, 2-3 საარჩევნო უბანს დაახლოებით 8 წუთი ჰქონდა ენერგომომარაგება შეწყვეტილი.

,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკურმა სამსახურმა ოპერატიულად მოახდინა ავარიის ლიკვიდაცია. ქვეყნის მასშტაბით არის 3200 საარჩევნო უბანი და კომპანიის ტექნიკურმა ბრიგადებმა შეძლეს მათი სტაბილური ენერგომომარაგება. საუბარი ელექტროენერგიის სპეციალურად გათიშვაზე, არასწორია.

რაც შეეხება რუსთავის მე-14 და მე-15 უბანს, სადაც ელექტროენერგიის მიწოდება იყო შეწყვეტილი, კომპანიის წარმომადგენლებმა გენერატორის მეშვეობით მოახერხეს აღნიშნული უბნების ენერგომომარგების აღდგენა. ელექტროგადამცემ ხაზზე მუშაობა ამ წუთებშიც მიმდინარეობს“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა