ზუგდიდის #17 საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის მონაცემები გაბათილდა

ზუგდიდის #17 საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის მონაცემები გაბათილდა. ამის შესახებ უბნის თავმჯდომარემ უბნის დახურვის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, დღეს მომხდარი ინციდენტის გამო გადასატანი ყუთი გაბათილდება და ის გაუხსნელად ცესკოში გადაინაცვლებს.

გადასატანი ყუთის ბათილად ცნობას „ლელოს“ დამკვირვებელი კესო წულაია ითხოვდა. როგორც კესო წულაია ამბობს, გადასატანი ყუთის სიაში რეგისტრირებული 37 პირის ბიულეტენი ყუთში იყო, თუმცა რამდენიმე მოქალაქეს გადასატანი ყუთით არ უსარგებლია.

„37 ადამიანი იყო რეგისტრირებული. ყუთში 37 ბიულეტენია, თუმცა ჩვენ მოვახერხეთ იდენტიფიცირება 6 პირის, რომლებსაც ხმა არ მიუციათ“,- ამბობს კესო წულაია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა