ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის იურისტის განცხადებით, ოლქში 34 საჩივარია შესული

ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის იურისტის, ზვიად სურმანიძის განცხადებით, ოლქში 34 საჩივარი არის შესული.

მისი თქმით, საჩივრები პროცედურულ დარღვევებს უკავშირდება.

"საოლქო საარჩევნო კომისიაში 34 საჩივარი არის შემოსული, რომელიც პროცედურულ დარღვევებს ეხება, არცერთ საჩივარში განსაკუთრებული დარღვევები არ ფიქსირდება. წუთი - წუთზე უბნები შედეგების დაჯამებას დაიწყებს, უახლოეს პერიოდში ველოდებით საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების მოსვლას.

რაც შეეხება ხმის დათვლის პროცედურებს, წელს გვაქვს სიახლე, ხდება ხმის დათვლის ვიდეოფიქსაცია, შესაბამისად, ყველაფერი გამოქვეყნდება ცესკოს ვებ-გვერდზე",- განაცხადა ზვიად სურმანიძემ.

ზვიად სურმანიძის ინფორმაციით, ბათუმში ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე 77 474 ამომრჩეველი გამოცხადდა.

მისი განცხადებით, ოლქში წარდგენილი 34 საჩივრიდან 10 "ერთიანი ნაციონალურმა მოძრაობამ", 15 "გახარია - საქართველოსთვის" და სხვა საჩივრები კი არასამთავრობოების მიერ არის შედგენილი.

„საარჩევნო პროცესი ექსცესების გარეშე ჩაიარა. საჩივრები ოლქში არის წარმოდგენილი, მცირე პროცედურული დარღვევები იყო",- განაცხადა ზვიად სურმანიძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა