ბადრი ჯაფარიძე - თბილისელებმა დედაქალაქი დაიბრუნეს - ხვალიდან ჩვენ სხვა საქართველოში, სხვა თბილისში გავიღვიძებთ

თბილისელებმა დედაქალაქი დაიბრუნეს - ხვალიდან ჩვენ სხვა საქართველოში, სხვა თბილისში გავიღვიძებთ, - ამის შესახებ ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, რამდენიმე ტელეკომპანიის მიერ გამოქვეყნებული ეგზიტპოლის შედეგების შეფასებისას განაცხადა.

როგორც ჯაფარიძე განმარტავს, „ქართული ოცნებისგან“ ხმების მიტაცების მცდელობა იქნება, რისთვისაც აუცილებელია თითოეული მოქალაქის ხმა დაცული იყოს.

„მინდა თბილისელებს მივულოცო ის, რომ თბილისელებმა დედაქალაქი დაიბრუნეს. დღეს ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი დღე გვაქვს, რადგან ხვალიდან ჩვენ სხვა საქართველოში, სხვა თბილისში გავიღვიძებთ. თბილისში, რომელიც მართული იქნება კოალიციური ხელისუფლებით, თბილისში, სადაც ყველა გადაწყვეტილება გამჭვირვალედ იქნება მიღებული ხალხის მონაწილეობით. ასეთივე გადაწყვეტილება იქნება სხვა ქალაქებში, სადაც ოპოზიცია გაიმარჯვებს. როგორც ჩანს, ოპოზიცია ყველა ქალაქში იმარჯვებს. ახლა ჩვენი ამოცანაა, რომ თითოეული ხმა დავიცვათ! უნდა გვესმოდეს, რომ „ქართული ოცნებისგან“ იქნება მცდელობა, რომ მიიტაცონ ხმები, ამიტომ კომისიაში ოპოზიციის წარმომადგენლებს მოგიწოდებთ თანამშრომლობით და კოორდინაციით დაიცვან ოპოზიციური ხმები“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ