ირაკლი ჩიქოვანი - წინასწარი მონაცემები, რომელიც შტაბში გაგვაჩნია, გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ ზუგდიდს ეყოლება ახალი მერი მამუკა წოწერიას სახით

ზუგდიდში კონკრეტული ეგზიტპოლი არ გვაქვს, თუმცა წინასწარი მონაცემები, რომელიც შტაბში გაგვაჩნია, გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ ზუგდიდს ეყოლება ახალი მერი მამუკა წოწერიას სახით, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა ეგზიტპოლების გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა.

ჩიქოვანის განცხადებით, ზუგდიდში არჩევნები მშვიდობიან გარემოში გაიმართა და ,,არავინ არ წამოეგო იმ პროვოკაციებს, რომელიც ,,ნაციონალურ მოძრაობას” ჰქონდა”.

,,მინდა მთლიანად საქართველოს და საქართველოს ყველა მოქალაქეს მივულოცო მშვიდობიანად ჩატარებული არჩევნები და რა თქმა უნდა, ,,ქართული ოცნების” გამარჯვება. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა იმ ადამიანებს, ვინც იყო ჩართული ჩვენს საარჩევნო კამპანიაში, ჩვენი მონდომების დამსახურებაა, რომ მორიგ გამარჯვებას ვზეიმობთ და გვეძლევა საშუალება ქვეყანას მივცეთ მშვიდობიანი განვითარების შესაძლებლობა. ეგზიტპოლები გამოქვეყნდა, ყველამ ნახა, რომ ,,ქართულ ოცნებას” დამაჯერებელი გამარჯვება აქვს მოპოვებული მთელი საქართველოს მასშტაბით.

ზუგდიდში საარჩევნო დღემ მეტ-ნაკლებად მშვიდობიანად ჩაიარა, იყო მცდელობები ყოფილიყო გარკვეული დაძაბულობა, მაგრამ არცერთი ჩვენი აქტივისტი და საარჩევნო ადმინისტრაცია არ წამოეგო იმ პროვოკაციებს, რომელიც ჰქონდა ,,ნაციონალურ მოძრაობას”. ზუგდიდთან მიმართებაში კონკრეტული ეგზიტპოლი არ გვაქვს, თუმცა წინასწარი მონაცემები, რომელიც ჩვენ შტაბში გაგვაჩნია გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ ზუგდიდს ეყოლება ახალი მერი მამუკა წოწერიას სახით”, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა