გორის საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი - 20:00 საათისთვის უბნებზე მოსული ამომრჩევლების რაოდენობა შეადგენს 57 581-ს, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 51,12 %-ია

20:00 საათისთვის, ჩვენს საარჩევნო ოლქში უბნებზე მოსული ამომრჩევლების რაოდენობა შეადგენს 57 581-ს, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 51,12 %-ს გულისხმობს, - ამის შესახებ გორის №32-ე საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანმა, ნათია მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, ხმის მიცემის პროცედურა ყველა საარჩევნო უბანზე 20:00 საათზე შეწყდა და ამ დროისთვის, საუბნო საარჩევნო კომისიებში ხმების დათვლა მიმდინარეობს.

„გორის №32-ე საარჩევნო ოლქში, არჩევნებმა ჩაიარა მშვიდ ვითარებაში. ამ დროისთვის უკვე დასრულებულია ხმის მიცემის პროცედურა და თითოეულ უბანზე მიმდინარეობს ხმების დათვლა. 20:00 საათისთვის უბნებზე მოსული ამომრჩევლების რაოდენობა შეადგენს 57 581-ს, რაც არის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 51,12 %.

რაც შეეხება ოლქში რეგისტრირებულ საჩივრებს, ამ დროისთვის, გვაქვს 9 საჩივარი, რომელიც ძირითადად ეხება პროცედურულ დარღვევას და უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული საჩივრები არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს“, - განაცხადა ნათია მაჭარაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა