ექიმის განცხადებით, მარნეულში, ყიზილაჯლოში ფიზიკური დაპირისპირებისას დაშავებულ „გირჩის“ წევრს ტვინის შერყევა აქვს

მარნეულში, სოფელ ყიზილაჯლოში ფიზიკური დაპირისპირებისას დაშავებულ "გირჩის" წევრს თავის ტვინის შერყევა აქვს. აღნიშნულის შესახებ "ავერსის" კლინიკის ექიმმა ნინო გოგიძემ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, ქველაძე კლინიკაში, ნევროლოგიურ განყოფილებაში რჩება.

"მამაკაცი სასწრაფო დახმარებამ შემოიყვანა, უგონო მდგომარეობაში არ იყო, როგორც თვითონ თქვა, ჩხუბის დროსაც არ დაუკარგავს გონება. მისი გადმოცემით, თავს დაესხნენ და ამ დროს მიიღო თავის ტრავმა, კვლევები გაკეთდა, თავის ტვინის შერყევაა, ახლა ნევროლოგიურ განყოფილებაში მკურნალობას აგრძელებს. ჭრილობები არ აქვს, პატარა ესკორაციები და ყვრიმალების არეში შეშუპება ", - განაცხადა გოგიძემ.

მან ასევე ისაუბრა დაშტაფაში "ლეიბორისტული პარტიის" დაჭრილ მხარდამჭერზეც, რომელმაც კლინიკა პოლიციელების თანხლებით, რამდენიმე წუთის წინ დატოვა.

"31 წლის მამაკაცს ჭრილობა ჰქონდა მუცლის არეში, ამ ხნის განმავლობაში ვაკვირდებოდით, მდგომარეობა სტაბილურია. ჭრილობა ზედაპირული იყო, ყველა კლინიკური და ლაბორატორიული კვლევა ჩავატარეთ და პაციენტმა კლინიკა სტაბილურ მდგომარეობაში დატოვა",- განაცხადა გოგიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ კლინიკაში შეყვანილია 61 წლის მამაკაციც, რომელსაც მრავლობითი ტრავმები, სახის ძვლების მოტეხილობა, ტვინის შერყევა აქვს, თუმცა, ექიმი არ ფლობს ინფორმაციას, აღნიშნულმა პირმა მიიღო თუ არა დაზიანებები სააჩევნო უბანზე. არსებული ინფორმაციით, სწორედ აღნიშნულმა მამაკაცმა დაჭრა "ლეიბორისტული პარტიის" წევრი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა