მარნეულის 22-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით,  91 უბანზე ხმა 47344 ამომრჩეველმა მისცა, რაც საერთო რაოდენობის  47. 3%-ია

მარნეულის 22-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ანა ილურიძის განცხადებით, მარნეულის 91 უბანზე ხმა 47 344 ამომრჩეველმა მისცა, რაც საერთო რაოდენობის 47,3%-ია.

ილურიძის თქმითვე, ოლქში შესული საჩივრები ძირითადად, პროცედურული იყო.

"მარნეულის ოლქის 91-ვე საარჩევნო უბანი ამ დროისთვის დახურულია. მიმდინარეობს მთვლელების გამოვლენის წილისყრა. შემდეგ უკვე დაიწყება დათვლის პროცედურა. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, უპრეცედენტო არჩევნები გვაქვს წელს - მარნეულის 85 საუბნო საარჩევნო კომისიაში ბიულეტენების დათვლის პროცესის ვიდეო გადაღება განხორციელდება. აღნიშნული მასალის სერვერზე ატვირთვის შემდეგ, შეგვეძლება ნახვა, თუ რომელი უბანი როგორ ითვლიდა ხმებს და აღარ გაჩნდება ზედმეტი კითხვის ნიშნები. რაც შეეხება საჩივრებს, ძირითადად იყო პროცედურული სახის საჩივრები, ჯერ ყველა მათგანი საოლქო კომისიაში და უბნებიდან დოკუმენტაციის მიღების შემდეგ უკვე საერთო რაოდენობა გვეცოდინება. ამ დროისთვის ოლქში 25 საჩივარია შემოსული. კანონით დადგენილ ვადებში თითოეულ მათგანს განვიხილავთ და ამის მიხედვით მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას, იმოქმედებს თუ არა ეს საბოლოოდ შედეგზე. ამ გადმოსახედიდან ყველა საჩივარი პროცედურულ საკითხებს ეხება და მათი უმრავლესობა ადგილზე აღმოიფხვრა",- აცხადებს ილურიძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო