ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, სიცრუეა ინფორმაცია, თითქოს ოქმებზე ხელის არ მოწერის თაობაზე, ინსტრუქციებს გასცემს

ტყუილია და სიცრუეა ეს ამბავი, ტელეფონი დამჯდარი მაქვს, დასატენად მქონდა შეერთებული და არანირი ინსტრუქცია ჩემგან არ ყოფილა, - ასე უპასუხა ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხმა ,,ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატ ანა წითლიძეს, რომლის თქმით, კომისიის თავმჯდომარე იძლევა უკანონო ბრძანებას, რომ უბნებზე, რომლებზეც ოპოზიციაა გამარჯვებული, კომისიის წევრებმა ხელი არ მოაწერონ.

როგორც მირანდა მესხმა ანა წითლიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, შემაჯამებელ ოქმებს კომისიის ყველა წევრი მოაწერს ხელს და საარჩევნო კომისიაში მათი ხელმოწერებით შევა.

,,აქ არ არის ბრიფინგების ჩატარების და მოწყობის პერიოდი. ძალიან გთხოვთ დატოვოთ ეს ტერიტორია და გახვიდეთ გარეთ. ტყუილია და სიცრუეა ეს ამბავი, ტელეფონი დამჯდარი მაქვს, დასატენად მქონდა შეერთებული და არანირი ინსტრუქცია ჩემგან არ ყოფილა. პირიქით, პროცედურულ ტრენინგებს ვატარებდი, რომ ყველა კომისიის წევრების ვალდებულებაა ხელის მოწერა. როგორ უნდა დავადასტურო ეს დეზინფორმაცია? მოაწერს ხელს ყველა კომისიის წევრი ხელს და შემაჯამებელი ოქმი შემოვა მათი ხელმოწერებით. ეს ოქმები შემოვა, არ ყოფილა ჩემი ბრძანება, არ გამიცია და არც გავცემ”, - აღნიშნა მირანდა მესხმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა