მარნეულში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა კენან ომაროვმა ხმების 68,01% მიიღო

მარნეულის 22-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ანა ილურიძის განცხადებით, მარნეულის მუნიციპალიტეტში არჩევნების მეორე ტური არ იქნება.

ანა ილურიძის განმარტებით, "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა კენან ომაროვმა ხმების 68,01% მიიღო.

"გაგაცნობთ პარტიულ მონაცემებს. პარტია "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" 11 826 ხმა მიიღო, რაც ხმების 26, 48%-ია, "ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ" 28 837 ხმა აიღო, რაც ხმების 64,58%-ია, "ევროპულმა საქართველომ" 1016 ხმა მიიღო, რაც ხმების 2,28%-ია.

რაც შეეხება მერობის კანდიდატებს, "ევროპული საქართველოს" მერობის კანდიდატმა აჰმედ იმამკულიევმა ხმების 3,88% მიიღო, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატმა ელდარ მუსტაფაევმა ხმების 28,11%, "ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატმა კეკანან ომაროვმა 68,01% მიიღო.

რაც შეეხება აქტივობას, გუშინდელი შედეგით, 47 344 ამომრჩეველმა გააკეთა საკუთარი არჩევანი, რაც შეადგინა 47,3%. საჩივრების რაოდენობა 50-მდე გვაქვს, არაუფლებამოსილი პირების მიერ შემოტანილი საჩივრები განუხილველია, თუმცა, მივიღეთ და ითვლება, სრული სტატისტიკა მოგვიანებით მეცოდინება. უბნებიდან მოსული დოკუმენტაცია სრულად დათვლილია და ასახულია ცესკო-ს საიტზე. რა სახის განცხადება-საჩივრებიც გვექნება, იმედი ვიქონიოთ, რომ შედეგზე გავლენას არ მოახდენს. მეორე ტური არ იქნება", - განაცხადა ილურიძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა