მარნეულში დაპირისპირებისას დაშავებული ორი პირი კვლავ კლინიკაში რჩება

მარნეულში ფიზიკური დაპირისპირებისას დაშავებული „გირჩის" წევრი ირაკლი ქველაძე კვლავ კლინიკაში რჩება. ასევე კლინიკაში რჩება 61 წლის მამაკაცი, რომელმაც „ლეიბორისტული პარტიის“ მხარდამჭერი დაჭრა და დაპირისპირებისას დაზიანება თავადაც მიიღო.

როგორც მარნეულში „ავერსის" კლინიკის ექიმმა, რუსუდან ქამხაძემ განაცხადა, ორივე პაციენტს თავის ტვინის შერყევა აქვს და სტაციონარულ მკურნალობას საჭიროებენ.

„შემოყვანილი სამი პაციენტიდან ერთი პაციენტი, რომელსაც აღენიშნებოდა მუცლის არეში ჭრილობა, გუშინ გაეწერა ბინაზე. ორ პაციენტს კი, თავის ტვინის შერყევის დიაგნოზი დაუდგინდა. უშუალოდ, ერთ-ერთ მათგანს დამატებით სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა აქვს. ორივე პაციენტი ამ დრომდე რჩება კლინიკაში და საჭიროებენ სტაციონარულ მკურნალობას. მათი მდგომარეობა სტაბილურია.

უშუალოდ იმ პაციენტმა, რომელსაც სახის არეში მრავლობითი მოტეხილობა აღენიშნება ქირურგიულ ჩარევაზე უარი განაცხადა“, - განაცხადა ქამხაძემ.

ცნობისთვის, გუშინ, მარნეულის ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან "გირჩის" წარმომადგენელს ირაკლი ქველაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის შემდეგაც ის თავის ტვინის შერყევით კლინიკაში გადაიყვანეს. ასევე, ფიზიკური დაპირისპირებისას 61 წლის მამაკაცმა „ლეიბორისტული პარტიის“ მხარდამჭერი დაჭრა, დაზიანებები აქვს თავადაც და ის სახის მრავლობითი დაზიანებებითა და თავის ტვინის შერყევით კლინიკაშია მოთავსებული. რაც შეეხება დაჭრილ მამაკაცს, მან საავადმყოფო წუხელ, გვიან ღამით ჯანმრთელობის დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით დატოვა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა