ზუგდიდის მერობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" მამუკა წოწერია აცხადებს, რომ მზადაა არჩევნების მეორე ტურში ჩაერთოს.
მერობის კანდიდატი ამბობს, რომ მეორე ტურის აუცილებლობა სხვადასხვა ფაქტორებმა განაპირობა.
"პირველ რიგში მე მინდა საქართველოს მივულოცო დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნები. მადლობა მინდა გადავუხადო ამომრჩეველს აქტიურობისთვის. რაც მთავარია, ქვეყნის მასშტაბით, “ქართულმა ოცნებამ” დააფიქსირა უმნიშვნელოვანესი შედეგი. ეს გახლავთ 48%, რაც ქვეყნის მშვიდი განვითარების გარანტიაა. რაც შეეხება ზუგდიდის შედეგებს, ჩვენ რეალობას ვუსწორებთ თვალს. გვაქვს მეორე ტური, აქედან გამომდინარე, ალბათ, პირველ რიგში დავფიქრდები საკუთარ თავზე, რამდენად გავაკეთე ყველაფერი და ხომ არ დავაკელი საარჩევნო პროცესს რამე. მადლობა მინდა გადავუხადო საარჩევნო აქტივს. რა თქმა უნდა, გარემოებებს შორის გახლავთ, ის რომ ჩვენი ელექტორატი გადანაწილდა სხვადასხვა პარტიებზე. ამან დააყენა ის შედეგი, რაც დადგა. თუმცა მეორე ტურის მოგებაში დარწმუნებული ვართ, რომ “ქართული ოცნების” სასარგებლო იქნება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერთვებით არჩევნების მეორე ტურის ბრძოლაში. უმნიშვნელოვანესი ჩვენი ხმა წაიღეს მცირე პარტიებმა, მათ შორის უმნიშვნელოვანესი, ალბათ ყოფილი პრემიერის პარტია",- განაცხადა მამუკა წოწერიამ.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ზუგდუდში მეორე ტური ანზორ მელიას და მამუკა წოწერიას შორის გაიმართება.