დავით კირკიტაძე - მიუხედავად იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ" ყველაფერი გააკეთა არჩევნების პროცესის დისკრედიტაციისთვის, ეს არჩევნები შედგა და „ქართული ოცნება" დამარცხდა

მიუხედავად იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ" ყველაფერი გააკეთა არჩევნების პროცესის დისკრედიტაციისთვის, ეს არჩევნები შედგა და „ქართული ოცნება" დამარცხდა, - ამის შესახებ რუსთავში „ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატმა, დავით კირკიტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ ვერ მოახერხა, რომ გაეტეხა და ბოლომდე ეძალადა ქართველო ხალხის ნებაზე.

„რაც შეეხება მეორე ტურში მხარდაჭერას, მეორე ტურში ღრმად ვარ დარწმუნებული პირველ რიგში საზოგადოების მხარდაჭერაში. შესაბამისად, იქნება ოპოზიციის რეალური მხარდაჭერაც იქიდან გამომდინარე, რომ ის პოლიტიკური ძალები და ორგანიზაციები, ვინც უსმენს ხალხს, განსხვავებით „ქართული ოცნებისგან", დღეს რეალურ ოპოზიციას წარმოადგენენ", - განაცხადა კირკიტაძემ.

მისი თქმით, ქართულმა საზოგადოებამ უნდა დაიბრუნოს საქართველოს მართვა.

„თუ საზოგადოება გადაწყვეტს და ექნება სურვილი, რომ აიღოს მართვა, 3 თვეში იქნება ამ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები. თუ საზოგადოება პასიური იქნება, იქნებიან კობახიძეები და მდინარაძეები, თუ ეს საზოგადოებას უნდა“, - განაცხადა კირკიტაძემ.

რაც შეეხება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებას, დავით კირკიტაძის თქმით, გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს მოქალაქეების სურვილია, მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩაერთოს.

მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ აჩვენა სტანდარტი, თუ როგორ უნდა იქცეოდეს პოლიტიკოსი, როდესაც ის ადამიანს რამეს პირდება, ის უნდა შეასრულოს. მეორე სტანდარტი აჩვენა კობახიძემ და მდინარაძეც, რომლებიც დილიდან ატყუებდნენ ქართველ ხალხს, დილიდან ცდილობდნენ, რომ მოქალაქეები შეცდომაში შეეყვანათ. დღეს არის ის სტანდარტი, როდესაც სააკაშვილმა თქვა, ჩამოვალ, თქვენს გვერდით ვიქნები ბრძოლის მთავარ ეტაპზე და ჩამოვიდა. ასევე არის კობახიძისა და მდინარაძის სტანდარტი, რომლებიც მთელი დღე ცდილობდნენ თვალში ნაცრის შემოყრას, ამ სტანდარტებს შორის არჩევანის გაკეთება ძალიან ადვილია, ვინ არის სიტყვის შემსრულებელი და ვინ მატუარა, ფლიდი, ორპირი და ვინ აღარ უნდა იყოს პოლიტიკაში", - განაცხადა კირკიტაძემ.

ცნობისთვის, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, რუსთავში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება, თუმცა ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, უკვე „ქართული ოცნების“ კანდიდატი ნინო ლაცაბიძე ლიდერობს.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

დავით კირკიტაძე - მიუხედავად იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ" ყველაფერი გააკეთა არჩევნების პროცესის დისკრედიტაციისთვის, ეს არჩევნები შედგა და „ქართული ოცნება" დამარცხდა

მიუხედავად იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ" ყველაფერი გააკეთა არჩევნების პროცესის დისკრედიტაციისთვის, ეს არჩევნები შედგა და „ქართული ოცნება" დამარცხდა, - ამის შესახებ რუსთავში „ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატმა, დავით კირკიტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ ვერ მოახერხა, რომ გაეტეხა და ბოლომდე ეძალადა ქართველო ხალხის ნებაზე.

„რაც შეეხება მეორე ტურში მხარდაჭერას, მეორე ტურში ღრმად ვარ დარწმუნებული პირველ რიგში საზოგადოების მხარდაჭერაში. შესაბამისად, იქნება ოპოზიციის რეალური მხარდაჭერაც იქიდან გამომდინარე, რომ ის პოლიტიკური ძალები და ორგანიზაციები, ვინც უსმენს ხალხს, განსხვავებით „ქართული ოცნებისგან", დღეს რეალურ ოპოზიციას წარმოადგენენ", - განაცხადა კირკიტაძემ.

მისი თქმით, ქართულმა საზოგადოებამ უნდა დაიბრუნოს საქართველოს მართვა.

„თუ საზოგადოება გადაწყვეტს და ექნება სურვილი, რომ აიღოს მართვა, 3 თვეში იქნება ამ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები. თუ საზოგადოება პასიური იქნება, იქნებიან კობახიძეები და მდინარაძეები, თუ ეს საზოგადოებას უნდა“, - განაცხადა კირკიტაძემ.

რაც შეეხება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებას, დავით კირკიტაძის თქმით, გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს მოქალაქეების სურვილია, მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩაერთოს.

მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ აჩვენა სტანდარტი, თუ როგორ უნდა იქცეოდეს პოლიტიკოსი, როდესაც ის ადამიანს რამეს პირდება, ის უნდა შეასრულოს. მეორე სტანდარტი აჩვენა კობახიძემ და მდინარაძეც, რომლებიც დილიდან ატყუებდნენ ქართველ ხალხს, დილიდან ცდილობდნენ, რომ მოქალაქეები შეცდომაში შეეყვანათ. დღეს არის ის სტანდარტი, როდესაც სააკაშვილმა თქვა, ჩამოვალ, თქვენს გვერდით ვიქნები ბრძოლის მთავარ ეტაპზე და ჩამოვიდა. ასევე არის კობახიძისა და მდინარაძის სტანდარტი, რომლებიც მთელი დღე ცდილობდნენ თვალში ნაცრის შემოყრას, ამ სტანდარტებს შორის არჩევანის გაკეთება ძალიან ადვილია, ვინ არის სიტყვის შემსრულებელი და ვინ მატუარა, ფლიდი, ორპირი და ვინ აღარ უნდა იყოს პოლიტიკაში", - განაცხადა კირკიტაძემ.

ცნობისთვის, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, რუსთავში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება, თუმცა ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, უკვე „ქართული ოცნების“ კანდიდატი ნინო ლაცაბიძე ლიდერობს.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს