ბათუმში „ლელო - საქართველოს“ აჭარის ორგანიზაცია ბათუმის მეშვიდე საარჩევნო ოლქში 13 საარჩევნო უბნის გადათვლას ითხოვს

ბათუმში „ლელო - საქართველოს" აჭარის ორგანიზაცია ბათუმის მეშვიდე საარჩევნო ოლქში 13 საარჩევნო უბნის გადათვლას ითხოვს. როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნულ უბანზე ოპოზიციის მაჟორიტარ კანდიდატ გენადი თებიძეს საკმარისი რაოდენობის ხმები აქვს მიღებული, თუმცა 950 ბიულეტენი უბანზე მიზანმიმართულად გაბათილდა.

„როგორც ვხედავთ, „ქართულმა ოცნებამ“ მანიპულაციის გზით მოახერხა, რომ პირველივე ტურში გაეყალბებინა მისი კანდიდატის, მინდია გოგუაძის გამარჯვება, მხოლოდ და მხოლოდ 0,6 პროცენტით. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ეს ბიულეტენები არის ჩამალული, უსამართლოდ გაყალბებული და გაბათილებული. შესაბამისად, კატეგორიულად ვითხოვთ საოლქო საარჩევნო კომისიის მხრიდან თავმჯდომარის პასუხისმგებლობის დაყენებას და 13-ივე საარჩევნო უბნის ხელმეორედ გადათვლას. ჩვენ ვიბრძოლებთ, მივმართავთ ნებისმიერ ფორმას, როგორც მანიფესტაციებს და აქციებს, ასევე სამართლებრივ გზებსაც. ვითხოვთ ვიდეოკამერების წინ გადათვალონ ეს უბნები, სადაც ვნახავთ, რომ გვექნება ფაქტობრივი მტკიცებულება, რომ ეს ხმები არის მიკერძოებული და მითვისებული. ბოლომდე ვაპირებთ ბრძოლას ამ უფლებისთვის და არანაირ დათმობას არ ვაპირებთ",- აცხადებს „ლელოს“ წევრი ირაკლი კუპრაძე.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი