გოჩა ენუქიძე - ღირსეულად ვიბრძოლებთ ცაგერში გამართულ მეორე ტურში

გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩავატარეთ სამართლიან და უსაფრთხო გარემოში, - ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოჩა ენუქიძემ განაცხადა.

დეპუტატი მოქალაქეებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

„ძვირფასო რაჭველებო, ლეჩხუმლებო, სვანებო!

მადლობა თითოეულ თქვენგანს მხარდაჭერისთვის, მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის, ჩართულობისთვის!

გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩავატარეთ სამართლიან და უსაფრთხო გარემოში.

მიხარია, რომ მოსახლეობის ძირითადმა ნაწილმა ნდობა გამოუცხადა ჩვენს პოლიტიკურ გუნდს, ,,ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს'', რომელიც აფასებს ადამიანს, იცის თავისუფლების ფასი და ემსახურება სწორ ღირებულებებს.

ჩვენ ამბროლაურში, ლენტეხში, ონსა და მესტიაში ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვეთ პირველივე ტურში.

ღირსეულად ვიბრძოლებთ ცაგერში გამართულ მეორე ტურში და დარწმუნებული ვარ, თქვენი მხარდაჭერით, გიორგი ნემსაძე აუცილებლად გაიმარჯვებს, გაიმარჯვებს იმისთვის, რომ ცაგერის განვითარება შეეტყოს ყველა სოფელს, თითოეული ლეჩხუმელის ოჯახს და ჩვენს რეგიონს.

ჩვენ ვართ გუნდი, მუდმივად თქვენს სამსახურში!

გისურვებთ მშვიდობას, წარმატებას და გამარჯვებებს!“, - განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს