თორნიკე რიჟვაძე - დარწმუნებული ვარ, ბათუმელები მეორე ტურში მიიღებენ ძალიან სწორ, ღირსეულ გადაწყვეტილებებს

ჩვენ უკვე მერვედ მივაღწიეთ ძალიან დამაჯერებელ გამარჯვებას , - ეს განცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ბრიფინგზე გააკეთა.

მან "ქართული ოცნების" ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა.

თორნიკე რიჟვაძის თქმით, მოქალაქეები მეორე ტურშიც ღირსეულ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

"მინდა მადლობა გადავუხადო ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს მათი აქტიურობისთვის, თითოეულ ჩვენ მხარდამჭერს. სწორედ მათი მხარდამჭერით ჩვენ უკვე მერვედ მივაღწიეთ ძალიან დამაჯერებელ გამარჯვებას და ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ გვანდო მანდატი ამ ქვეყნის მართვის ყველა დონეზე.

რაც შეეხება აჭარაში ჩატარებულ არჩევნებს, როგორც მოგეხსენებათ პირველადი შედეგებით, აჭარის ექვსი მუნიციპალიტეტიდან ოთხ მუნიციპალიტეტში პირველივე ტურებში გაიმარჯვეს ,,ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატებმა და ასევე, საკრებულოში უმრავლესობით ვიქნებით წარმოდგენილი.

მეორე ტურები დიდი ალბათობით გაიმართება ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში და დარწმუნებული ვარ, ჩვენი მხარდამჭერების მობილიზებით მეორე ტურებშიც მივაღწევთ დამაჯერებელ გამარჯვებას და განვაგრძობთ ჩვენი ქვეყნის მშვიდ და სტაბილურ განვითარებას.

ასევე, როგორც მოგეხსენებათ საერთაშორისო ორგანიზაციებმა, სადამკვირვებლო მისიებმა შეაფასეს ეს არჩევნები, როგორც თავისუფალ და კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარებული არჩევნები, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ჩვენმა ქვეყანამ და ჩვენმა ხელისუფლებამ კიდევ ერთი არჩევნები ჩაატარა წარმატებით და დემოკრატიის მაღალი სტანდარტით.

კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო ბათუმელებს. მეორე ტური ჩვენი მოლოდინი არ იყო, თუმცა ალბათ შესაძლოა მეტი კომუნიკაცია გვჭირდებოდა, მეტი ახსნა ჩვენი გეგმების შესახებ. დარწმუნებული ვარ, ბათუმელები მეორე ტურში მიიღებენ ძალიან სწორ ღირსეულ გადაწყვეტილებებს და გავიმარჯვებთ, როგორც სხვა დანარჩენ მუნიციპალიტეტებში",- აცხადებს რიჟვაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო