ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში, საცხოვრებელი სახლის ეზოში ორი ხელყუმბარა შეაგდეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში ორი ხელყუმბარა შეაგდეს.

ასაფეთქებელმა მოწყობილობამ სახლის ეზოში ავტომობილი დააზიანა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, ფაქტი სოფლის ბაზრის სადაო ბიზნეს წილების გაყოფას უკავშირდება.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება ) და 188-ე მუხლით (ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით) მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო: ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში, საცხოვრებელი სახლის ეზოში ორი ხელყუმბარა შეაგდეს

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს