არჩევნების მონიტორინგის ორგანიზაციათა ევროპული ქსელის წარმომადგენელი - სამართლებრივი ჩარჩოს ცვლილება არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, არ არის რეკომენდებული პრაქტიკა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ცვლილებები არსებითი ხასიათისაა

სამართლებრივი ჩარჩოს ცვლილება არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, არ არის რეკომენდებული პრაქტიკა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ცვლილებები არსებითი ხასიათისაა, - ამის შესახებ არჩევნების მონიტორინგის ორგანიზაციათა ევროპული ქსელის (ENEMO) სამართლებრივმა ანალიტიკოსმა კრისტინა ჩებესმა გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მან განმარტა, სამართლებრივი ჩარჩოს არსებითი ცვლილება არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, ნეგატიურად მოქმედებს სამართლის სტაბილურობაზე და ამავე დროს, დამატებით ტვირთს აკისრებს არჩევნების მართვის ორგანოებს. შესაბამისად, კრისტინა ჩებესი მიიჩნევს, რომ სამართლებრიოვი ჩარჩოს კვლავ გაუმჯობესება ყოვლისმომცველი რეფორმით უნდა მოხდეს.

„საერთო ჯამში არსებული საარჩევნო კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და კეთილსინდისიერად შესრულების შემთხვევაში, იძლევა დემოკრატიული არჩევნების ჩატარების გარანტიას. 2021 წლის ივნისის ცვლილებები, რომლებიც მოჰყვა 19 აპრილის შეთანხმებას ზოგადად პოზიტიური იყო და ითვალისწინებდა საერთაშორისო და ადგილობრივი აქტორების რეკომენდაციებს.

თუმცა, შესაძლებელია სამართლებრიოვი ჩარჩოს კვლავ გაუმჯობესება ყოვლისმომცველი რეფორმით. აღსანიშნავია, რომ სამართლებრივი ჩარჩოს ცვლილება არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, არ არის რეკომენდებული პრაქტიკა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ცვლილებები არსებითი ხასიათისაა, ვინაიდან ეს პრაქტიკა ნეგატიურად მოქმედებს სამართლის სტაბილურობაზე და ამავე დროს, დამატებით ტვირთს აკისრებს არჩევნების მართვის ორგანოებს.

საკანონმდებლო ცვლილებებმა შეცვალა კომისიების შემადგენლობა ყველა დონეზე და ცესკოს თავმჯდომარისა და არაპარტიული წევრების არჩევის პროცედურა იმ მიზნით, რომ პოლიტიკური ძალების უფრო დაბალანსებული წარმომადგენლობის მეშვეობით გაზრდილიყო საარჩევნო ადმინისტრაციის ორგანოების მიმართ საზოგადოებრივი ნდობა.

ცესკოს წევრების არჩევის საპარლამენტო კენჭისყრებს შორის პერიოდის არსებითმა ცვლილებებმა გავლენა მოახდინა მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის კონსენსუსის მიღწევის შესაძლებლობაზე. ცესკოს 3 ვაკანტურ პოზიციაზე დანიშნულ არც ერთ კანდიდატს არ მიუღია საპარლამენტო ოპოზიციის ხმები და შესაბამისად, ისინი 6 თვის ვადით არიან დანიშნულები, ENEMO-სთან (არჩევნების მონიტორინგის ორგანიზაციათა ევროპული ქსელი) საუბრებში გამოიკვეთა, რომ აღნიშნულმა მოვლენებმა დააზიანა კონსენსუსი მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის,“- განაცხადა კრისტინა ჩებესმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა