ბათუმში 38-ე, 39-ე, 41-ე, 43-ე, 51-ე საარჩევნო უბნების ხელახალ გადათვლას ხმაური მოჰყვა

ბათუმში 38-ე, 39-ე, 41-ე, 43-ე, 51-ე საარჩევნო უბნების ხელახალ გადათვლას ხმაური მოჰყვა. უბნები ლოტოტრონის პრინციპით შეირჩა. ერთმანეთს მმართველი გუნდისა და ოპოზიციური პარტიების წევრები დაუპირისპირდნენ. როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირმა ხოროიშვილი აცხადებს, 38-ე საარჩევნო უბნის ტომარა გახსნილი იყო. მისი თქმით, შესაძლოა, ამ უბანზე „ქართული ოცნება“ გაყალბებას ცდილობდა.

„ტომრები დალუქული უნდა ყოფილიყო, თუმცა გახსნილი დაგვხვდა. გაფუჭებული ბიულეტენები კი ცელოფანში იყო გახვეული, რაც კანონდარღვევაა“, - აცხადებს ირმა ხოროიშვილი.

„ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა ფაქტი უარყვეს, რაც შემდგომ შელაპარაკებასა და დაპირისპირებაში გადაიზარდა. უბნის თავმჯდომარემ „ქართული ოცნებისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შენობა დაატოვებინა.

თავის მხრივ, ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ კანონდარღვევა არ დაფიქსირებულა, ყველა კონვერტი დალუქული იყო. მისივე თქმით, ოპოზიციას თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ