ბათუმში, დატბორილი ეზოებიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოები მიმდინარეობს

ბათუმში, დატბორილი ეზოებიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოები მიმდინარეობს

ბათუმში უხვი ნალექის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. სტიქიის ადგილზე მობილიზებულია „ბათუმის წყლის“ სპეცტექნიკა და აქტიურად მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ბათუმში ინტენსიურად იწმინდება ქუჩები და დატბორილი ეზოებიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოები მიმდინარეობს.

კომპანიის ცნობითვე, მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურად გაგრძელდება ზღვაში გამსვლელი არხებისა და სანიაღვრე ქსელის გაწმენდითი სამუშაოები.

„ბათუმის წყლის“ და მერიის შესაბამისი სამსახურები გადასულია მუშაობის საგენგებო რეჟიმზე. ამ დროისათვის ცხელ ხაზზე 50-მდე შეტყობინება შემოვიდა, ინტენსიურად იწმინდება ქუჩები და მიმდინარეობს დატბორი ეზოებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები“, - აცხადებს „ბათუმის წყლის“ გენერალური დირექტორი ლევან დავითაძე.