ლადო მგალობლიშვილი - ბათუმში "ქართული ოცნების" პროცენტული მაჩვენებელი პროპორციულ ნაწილში გაუმჯობესდება

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის და ბათუმის საოლქო კომისიაში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლის, ლადო მგალობლიშვილის განცხადებით, ბათუმში, 63-ე უბანზე, მექანიკური შეცდომის შედეგად, "ქართული ოცნების" 347 ბიულეტენი, პროპორციულ ნაწილში, სხვა პარტიას დაუწერეს, ხოლო "ქართულ ოცნებას" ოქმში 0 ხმა დაუფიქსირდა.

როგორც აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ლადო მგალობლიშვილმა შესაბამისი საჩივრით ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიას უკვე მიმართა და ზემოთ აღნიშნული უბნის ხელახალი გადათვლა მოითხოვა.

„გადათვლის შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ პროცენტული მაჩვენებელი, პროპორციულ ნაწილში, გაუმჯობესდება“, - აღნიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლადო მგალობლიშვილმა.

დავით სიხარულიძე - ქართულ-ამერიკული თანამშრომლობა ყოველთვის იყო დაფუძნებული ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, აშშ-ს მდივნის ვიზიტიც ამის მკაფიო დემონსტრირება გახლდათ
ქართული პრესის მიმოხილვა 20.10.2021
იოსებ ბარათაშვილი - სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნა საქართველოს  ხელისუფლებას საკმაოდ  რთული პრობლემის წინაშე აყენებს
LEXUS-ი წარმოგიდგენთ უახლეს ფლაგმან მოდელს LX 600
ჩაირთე „სილქფესტი“ და ისარგებლე ულიმიტო ინტერნეტით და სასაუბრო წუთებით უსასრულოდ, მთელი თვის განმავლობაში
„მიჰაუსში“ გრანდიოზული ფასდაკლება დაიწყო
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და „ჯი ეს ემ ტრანსმა“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
"ავერსსა" და "კავკასიის უნივერსიტეტს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ინვესტიცია გუდაურის ოპერირებად სასტუმროში
აზიის განვითარების ბანკმა საქართველოში საცხოვრებელი სახლების პროექტების მდგრადი განვითარებისთვის $10 მილიონიანი სესხი დაამტკიცა
კახა ოქრიაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს