“ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ ინფორმაციაზე, ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილის ფოთის ნავსადგურის გავლით შემოსვლის შესახებ, განცხადებას ავრცელებს

"კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური" მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, ქვეყანაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფოთის ნავსადგურის გავლით შემოსვლის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

განცხადების თანახმად, ,,კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური" (ეიპიემ ტერმინალს ფოთი) არ ფლობს დადასტურებულ ინფორმაციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

"აქვე, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ფოთის საზღვაო ნავსადგური ნავსადგურის ტერიტორიაზე შემომავალი ან გამავალი ტვირთის და მისი თანმხლები პირების შემოწმებაზე უფლებამოსილი და შესაბამისად, პასუხისმგებელი არ არის. აღნიშნული პროცესი სრულად კონტროლდება და იმართება შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ.

„რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას ჩვენი ორი თანამშრომლის დაკავების ფაქტის შესახებ, ჩვენ ველოდებით საგამოძიებო ორგანოების მხრიდან ოფიციალურ ინფორმაციას. აქვე, სრულ მზადყოფნას გამოვთქვამთ, მოთხოვნისამებრ ვითანამშრომლოთ სამართალდამცავ ორგანოებთან”, - აღნიშნულია განცხადებაში.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს