გიორგი კანაშვილი - „ოცნებამ“ გადალახა 43%-იანი ბარიერი, თუმცა ძალთა არსებული გადანაწილებისა და სააკაშვილის ციხეში ყოფნის ფონზე, ვეჭვობ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პერსპექტივა სრულად მოხსნილი იყოს

2 ოქტომბრის არჩევნების პოლიტიკურ შედეგებზე “ინტერპრესნიუსი“, პოლიტოლოგსა და კონფლიქტოლოგს გიორგი კანაშვილს ესაუბრა.

- ბატონო გიორგი, ახლა როცა 2 ოქტომბრის არჩევნები დასრულებულია და შედეგებიც ცნობილია და არჩევნების შედეგების არა ერთ ასპექტზე შეიძლება დასკვნების გაკეთება.

რადგან 2 ოქტომბრის არჩევნების ერთერთი მნიშვნელოვანი შედეგი გახლავთ ის, რომ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება, ალბათ სწორი იქნება თუ ჩვენს საუბარს ამ თემით დავიწყებთ.

„ქართულმა ოცნებამ“ პროპორციულ არჩევნებში ხმების 43%-იანი ზღვარი გადალახა და 48% მიიღო, რითაც თავიდან აიცილა საუბრები ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე. პრაქტიკულად მმართველმა გუნდმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაიმეორა.

ახლა როცა ბევრი საუბრობს იმაზე, რომ არჩევნებამდე ერთი დღით ადრე საქართველოში მესამე პრეზიდენტის ჩამოსვლამ არჩევნების შედეგებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია, მე კითხვას ასე დავსვამდი - თქვენი დაკვირვებით რა გავლენა იქონია „ქართული ოცნების“ მიერ 48%-ის მიღებაში სააკაშვილის ჩამოსვლამ?

- პროცენტული მაჩვენებლით გეთანხმებით, „ქართულმა ოცნებამ“ თითქმის იგივე შედეგი აჩვენა, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისას. თუმცა, რაოდენობრივად, მას თითქმის 100 ათასი ადამიანით ნაკლებმა მისცა ხმა, რაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ციფრია. ამასთანავე, მართალია „ნაცმოძრაობა“ თითქმის 3, 5 პროცენტით გაძლიერდა, მაგრამ ისევ ციფრებს თუ ჩავხედავთ, მათ სულ რაღაც 18 ათასი ამომრჩეველი შეემატათ.

„ქართულმა ოცნებამ“ თითქმის იგივე შედეგი აჩვენა, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისას. თუმცა, რაოდენობრივად, მას თითქმის 100 ათასი ადამიანით ნაკლებმა მისცა ხმა, რაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ციფრია. ამასთანავე, მართალია „ნაცმოძრაობა“ თითქმის 3, 5 პროცენტით გაძლიერდა, მაგრამ ისევ ციფრებს თუ ჩავხედავთ, მათ სულ რაღაც 18 ათასი ამომრჩეველი შეემატათ

მოდით ახლა შევეცადოთ დავითვალოთ, თუ სად „გაქრა“ ქართული ოცნების” ასი ათასი ხმა და რის ხარჯზე გაიზარდა ნაციონალთა მხარდაჭერა. პირველ კითხვაზე პასუხი იმდენად ცალსახაა და დიდ ანალიტიკურ უნარჩვევებს, ჩვენგან არ მოითხოვს - “ქართული ოცნების „დაკარგულ“ ხმებს, ბატონ გახარიასთან მიაგნებთ, მას და მის გუნდს, დაახლოებით 134 ათასმა ადამიანმა მისცა ხმა. ხოლო, “ნაცმოძრაობის” 18 ათასი, ადვილად იძებნება ისედაც მცირე რეიტინგის პარტიების, კიდევ უფრო დაპატარავებაში.

ამიტომ, ემოციურ ფონსა და ხმაურს თუ გადავდებთ, აღმოვაჩენთ, რომ “ქართულ ოცნებას” ყველაზე მეტი ზარალი მაინც გახარიამ და მისმა გუნდა მიაყენა.

რაც შეეხება სააკაშვილის როლს: ა) მისმა გამოჩენამ უდაოდ გაზარდა ამომრჩევლის აქტიურობა, თუმცა, როგორც “ნაცმოძრაობის,” ასევე “ქართული ოცნების,“ ბ) მან გარკვეულ წილად შეაგულიანა საკუთარი ამომრჩეველი, თუმცა პრაქტიკული გავლენა არცთუ დიდი გამოდგა; გ) დაასუსტა მცირე პარტიები, მათ შორის გახარია, სავარაუდოდ მისი პოტენციური ამომრჩევლის ნაწილმა, სააკაშვილის შიშით ისევ “ქართულ ოცნებას” მისცა ხმა.

“ქართული ოცნების „დაკარგულ“ ხმებს, ბატონ გახარიასთან მიაგნებთ, მას და მის გუნდს, დაახლოებით 134 ათასმა ადამიანმა მისცა ხმა. ხოლო, “ნაცმოძრაობის” 18 ათასი, ადვილად იძებნება ისედაც მცირე რეიტინგის პარტიების, კიდევ უფრო დაპატარავებაში

- ფაქტია, რომ არჩევნების შედეგები ასეთია - ქართულ პოლიტიკურ სცენაზე რეალურად მხოლოდ ორი ფიგურაა - კულისებში მყოფი ივანიშვილი და კიევიდან საქართველოში მალულად თუ ღიად ჩამოსული სააკაშვილი, რომელიც ახლა რუსთავის საკანშია.

სააკაშვილის ჩამოსვლის დეტალების თემას ჩვენ აუცილებლად შევეხებით. მაგრამ, მანამდე უნდა გკითხოთ - 2012 წლის არჩევნებზე ივანიშვილმა „შუა“ მარტო გაკრიფა, მაგრამ რამდენად მართებულია მტკიცება, რომ 2021 წელს ივანიშვილმა და სააკაშვილმა „შუა“ ამჯერად ერთად გაკრიფეს?

- “შუის გაკრეფა,” ასე ვთქვათ არ ახალია. თუმცა, იმავე წინა არჩევნებთან შედარებით, მცირე პარტიები კიდევ უფრო დაპატარავდნენ.

“შუის გაკრეფა” არახალია. თუმცა, იმავე წინა არჩევნებთან შედარებით, მცირე პარტიები კიდევ უფრო დაპატარავდნენ

ფაქტიურად ყველა პარტიის მხარდაჭერა შემცირდა, ზოგიერთის კატასტროფულადაც. ამ ფონზე, მათ ალბათ მართებთ საკუთარი სტრატეგიის გადახედვა.

- საერთოდ, რა პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს ამგვარ პოლიტიკურ სივრცეს? 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგებით რომელ პოლიტიკურ ძალას შეიძლება ჰქონდეს მომავალში მეტ-ნაკლებად ხელშესახები პერსპექტივა?

- პრინციპში გამოკვეთილია სამი ლიდერი, შემდეგ უკვე თითქოს ყველას თანაბარი შესაძლებლობები აქვთ. თუმცა თუ ადამიანურ და ფინანსურ რესურსებს გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ ალბათ აჯობებდა მცირე პარტიებს გაერთიანებაზე ეფიქრათ. ხანდახან სასარგებლოა საკუთარ ეგოზე გადაბიჯება.

თუ ადამიანურ და ფინანსურ რესურსებს გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ ალბათ აჯობებდა მცირე პარტიებს გაერთიანებაზე ეფიქრათ. ხანდახან სასარგებლოა საკუთარ ეგოზე გადაბიჯება

ამასთანავე, ჩემი აზრით, ამომრჩეველში ჩნდება კითხვა - თუ პარტიაში ორ კაცს ვერ აუტანიათ ერთმანეთი, ვერ უთანამშრომლიათ ერთმანეთთან, ამათ ქვეყანა როგორ უნდა მართონო? და ეს სრულიად ლეგიტიმური კითხვაა. ერთ და ორ კაციანი პარტიების დრო წასულია, დროა ახლებურად დაიწყონ ფიქრი.

- თუ არჩევნების კონკრეტულ შედეგებს დავუბრუნდებით სურათი ასე გამოიყურება - 65 მუნიციპალიტეტიდან 20 მუნიციპალიტეტში მეორე ტურები ჩატარდება. საინტერესოა ის, რომ ისეთ თვითმმართველ ქალაქებში როგორიცაა თბილისი, ზუგდიდი, ბათუმი, ფოთი, ქუთაისი, რუსთავი და თელავი მეორე ტურები დაინიშნება.

ფაქტია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერც ერთ დიდ ქალაქში პირველ ტურში ვერ მოიგო არჩევნები. რას შეიძლება ნიშნავდეს ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პირველივე ტურში ვერც ერთი დიდი ქალაქი ვერ მოიგო?

- თვითმმართველი ოთხი ქალაქია - რუსთავი, ქუთაისი, ფოთი, ბათუმი და მართლაც ამჯერად “ქართულმა ოცნებამ” ვერსაც ვერ მოიგო არჩევნები. ამას ერთი მხრივ ემატება თბილისი და მეორე მხრივ, შედარებით მცირე, თუმცა სიმბოლურად მნიშვნელოვანი ზუგდიდი და თელავი.

სიმართლეს, თუ ვიტყვით, დიდ ქალაქებსა და ურბანულ ცენტრებში ყოველთვის მეტი სიჭრელეა და მცირე პარტიებსაც უფრო მეტი მხარდაჭერა აქვთ ხოლმე. ზოგადად, საპროტესტო ელექტორატიც უფრო ძლიერია. ამიტომ, მაინცდამაინც გასაკვირიც არაა, რომ “ქართულმა ოცნებამ” 9 წლის თავზე, ყველგან ტოტალური გამარჯვება ვერ მოიპოვა.

კარგი იქნებოდა, მეორე ტურში თუნდაც ამ ქალაქთა ნაწილში ოპოზიციური კანდიდატების გამარჯვება. თუმცა, დიდი ალბათობით, მათ უდიდეს ნაწილში “ქართული ოცნება” გაიმარჯვებს.

კარგი იქნებოდა, მეორე ტურში თუნდაც ამ ქალაქთა ნაწილში ოპოზიციური კანდიდატების გამარჯვება. თუმცა, დიდი ალბათობით, მათ უდიდეს ნაწილში “ქართული ოცნება” გაიმარჯვებს

აქ ისევ ცესკოს ვებ-გვერდს თუ მივაშურებთ, აღმოვაჩენთ, რომ “ქართული ოცნებისა” და გახარიას ხმები, ანუ მკაფიოდ ანტინაცური ხმები, თითქმის ყველგან 50 ან მეტი პროცენტია. დარწმუნებული ვარ, გახარიას მომხრეთა მნიშვნელოვანი ნაწილი, “ნაცმოძრაობის” შიშით ისევ “ქართულ ონცების” მერობის კანდიდატს მისცემს ხმას.

- 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც იყო საკმაოდ ბევრ ოლქებში დანიშნული მეორე ტურები, მაგრამ მაშინ ოპოზიციამ არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობაზე უარი თქვა.

თუ მონაცემებს გადავავლებთ თვალს, ოპოზიციას საკმაოდ კარგი შანსები აქვს მმართველი გუნდის კანდიდატები დაამარცხოს.

თქვენი დაკვირვებით რომელ ქალაქებში აქვთ ოპოზიციის კანდიდატებს გამარჯვების შანსი? და კიდევ, იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციის წარმომადგენლებმა მეორე ტურებში შეძლეს გამარჯვება, რა სურათს მივიღებთ?

- შესაძლოა ოპოზიციის გამარჯვებას ადგილი იყოს ზუგდიდი. ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა შესაძლოა თელავშიც შეძლოს ბატონმა ბოტკოველმა გამარჯვება. თუმცა უდიდეს ნაწილში, მე მაინც „ქართული ოცნების“ კანდიდატების გამარჯვება მესახება რეალისტურად.

მნიშვნელოვანი იქნება ის ფაქტიც, რომ ბევრ ადგილას საკრებულოები იქნება ბევრად უფრო ოპოზიციური ვიდრე აქამდე. ვფიქრობ, ეს გამოაცოცხლებს პოლიტიკურ პროცესს საქართველოში.

მნიშვნელოვანი იქნება ის ფაქტიც, რომ ბევრ ადგილას საკრებულოები იქნება ბევრად უფრო ოპოზიციური ვიდრე აქამდე. ვფიქრობ, ეს გამოაცოცხლებს პოლიტიკურ პროცესს საქართველოში

- ფაქტია, რომ არჩევნების შედეგებით თუ ვინმეზე შეიძლება ითქვას გამარჯვებულიაო, ეს უდავოდ ექსპრემიერი გიორგი გახარია და მისი პარტიაა, რომელმაც მესამე პოლიტიკური ძალის ადგილი მოიპოვა.

ახლა ბევრ მუნიციპალიტეტებში გახარიას თანაპარტიელების გარეშე სერიოზულ გადაწყვეტილებებს ვერც „ქართული ოცნება“ და ვერც „ნაციონალები“ ვერ მიიღებენ. გარდა ამისა, გახარიას მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია თბილისში მეორე ტურის შედეგის განსაზღვრაში.

რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ გახარიას პარტია არჩევნების შედეგებით მესამე ადგილზეა გასული? თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურში ვის დაუჭერს მხარს გახარია - კახი კალაძეს, თუ ნიკა მელიას?

- გახარია, ალბათ არის „ქართული ოცნების“ ერთადერთი პრემიერ-მინისტრი, რომელსაც პერსონალური რეიტინგი გააჩნია, რაც მისი შინაგან საქმეთა და პრემიერის პოსტებზე საქმიანობიდან მოდის. ასევე, იგი ჯერ ახალია ოპოზიციაში, ჯერ კიდევ მოსდევს საძაუფლებო „შარმი“, ამიტომ ეს შედეგი არაა მოულოდნელი.

მეტიც, დარწმუნებული ვარ იგი და მისი გუნდი ამ შედეგით დიდად არაა კმაყოფილი. დიდი ალბათობით, იგი შეძლებდა ორნიშნა მაჩვენებლის დადებას, რომ არა სააკშვილის ეს უცაბედი გამოჩენა და გახარიას პოტენციური ამომრჩევლის მიბრუნება „ქართული ოცნების“ რიგებში.

რაც შეეხება მომავალს - გახარიას ღია მხარდაჭერა, ანდა თუნდაც მინიშნება იმაზე, რომ კარგი იქნებოდა ნიკა მელიას გამარჯვება არჩევნებში, ან რაიმე ამდაგვარი და ჩათვალეთ, რომ მისი რეიტინგი მეორე დღესვე განულდება.

გახარიას ღია მხარდაჭერა, ანდა თუნდაც მინიშნება იმაზე, რომ კარგი იქნებოდა ნიკა მელიას გამარჯვება არჩევნებში, ან რაიმე ამდაგვარი და ჩათვალეთ, რომ მისი რეიტინგი მეორე დღესვე განულდება

გახარიას ამომრჩეველი არის ანტინაცური და მისი ამომრჩეველი არის „ქართული ოცნებით“ დაღლილი. ამიტომ, გახარიასთვის აჯობებს, მეტ-ნაკლებად თანაბარი დისტანციის დაცვა ორივე პოლუსიდან. ჯერ-ჯერობით ეს მას კარგად გამოსდიოდა, ვნახოთ, როგორ მოახერხებს იგივეს მოხერხებას მომავალში.

- საქართველოში დაბრუნებული და ახლა ციხეში მსხდომი სააკაშვილი ამბობს, რომ მას ქვეყნის საზღვარი უკანონოდ არ გადაუკვეთავს. პროკურატურა აცხადებს, რომ მას ბრალი სწორედ საზღვრის უკანონოდ კვეთის ფაქტზე წარედგინება. უკრაინის პრეზიდენტი მომხდარის გამო წუხილს გამოთქვამს, თან უკრაინის საგარეო უწყება აცხადებს, რომ მის მოქალაქეს განსაცდელში არ მიტოვებს.

პრემიერი ღარიბაშვილი სააკაშვილის ქვეყნიდან გაშვებასა და უკრაინისთვის გადაცემას გამორიცხავს. სააკაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი სააკაშვილი ექსტრადირებაზე, სავარაუდოდ, უარს იტყვის. მისივე თქმით, სააკაშვილი პოზიცია ასეთია - ბრძოლა გრძელდება.

ახლა ყველაზე საინტერესო და აქტუალური თემაა რა ბედი ელის თავად სააკაშვილს, რომელიც ახლა რუსთავის ციხეშია. სხვადასხვა ვერსიები ჟღერდება, ამ თემაზე თქვენ რა ვერსიები გაქვთ?

- სააკაშვილის რაიმე მიზეზით განთავისუფლება, ან ექსტრადირება, „ქართული ოცნებისთვის“ საკუთარ მუცელში გასროლის ტოლფასი იქნებოდა.

სააკაშვილის რაიმე მიზეზით განთავისუფლება, ან ექსტრადირება, „ქართული ოცნებისთვის“ საკუთარ მუცელში გასროლის ტოლფასი იქნებოდა

მუცელში გასროლა ბევრად სახიფათოა ვიდრე ფეხში, შეიძლება სიკვდილიც დადგეს, მაგრამ უფრო უსაფრთხოა ვიდრე თავში. აი, დაახლოებით, ამგვარი პოლიტიკური სიმძიმის აქტი იქნებოდა დღეს სააკაშვილის გაშვება.

- დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლით გარისკა. მეორე ნაწილი თვლის, რომ იგი თანაგუნდელებმა დაარწმუნეს იმაში, რომ მისი ჩამოსვლის შემთხვევაში ქვეყანაში რევოლუცია დაიწყებოდა.

შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ არა ვარ დარწმუნებული რომ სააკაშვილს არ სცოდნოდა, რომ მისი ჩამოსვლის შემდეგ აქ რევოლუცია არ დაიწყებოდა. მეტიც, იგი პრაქტიკულად თავად ჩაბარდა პოლიციას. ხშირად გაიგონებთ ამგვარ მტკიცებასაც - გამორიცხულია სააკაშვილის შემოსვლის შესახებ ინფორმაცია ივანიშვილსა და ძალოვანი უწყების მინისტრებს არ სცოდნოდათ.

გასაგებია, რომ ამ კითხვებზე პასუხები დღეისათვის არ არსებობს, მაგრამ ჯერ რაც ვიცით, რომელი ვერსია გამოიყურება უფრო სარწმუნოდ?

- რთული საკითხია, სპეკულატიური. მე მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში უბრალოდ მოწყინდა და მეორეც, მას ჩემი აზრით ჰგონია, რომ ციხეში მაქსიმუმ ორ წლამდე ყოფნა მოუწევს, რაც ატანადია. ამიტომ ეს რისკი, საკმაოდ გამართლებული და პრაგმატულია.

უკვე ვთქვი, რომ სააკაშვილის გამოშვება გაჭირდება თქო, თუმცა, არანაკლებად გაჭირდება მისი ციხეში დატოვება ექვსი, ან მეტი წლით.

სააკაშვილის გამოშვება გაჭირდება, თუმცა, არანაკლებად გაჭირდება მისი ციხეში დატოვება ექვსი, ან მეტი წლით

ერთი, ორი წლის შემდეგ, გამოჩნდება გარკვეული მექანიზმი მისი გამოშვების, ან ექსტრადირების, და თუ ეს ასე მოხდა, მას შეეძლება პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ხელახლა ჩართვა.

შესაძლოა, იგი ისევე არ მიიღოს ქართულმა საზოგადოებამ, როგორც თავის დროზე სამხრეთ აფრიკულმა ნელსონ მანდელა, თუმცა „განსაწმენდლის“ შემდეგ მისდამი დამოკიდებულება ვფიქრობ შეიცვლება.

სამწუხარო ისაა, რომ ახლო მომავალში, სააკაშვილის ჩამოსვლა ისედაც პოლარიზებულ და დაძაბულ გარემოს კიდევ უფრო დაამძიმებს. მართალია, „ქართულმა ოცნებამ“ გადალახა 43 პროცენტიანი ბარიერი, თუმცა ძალთა არსებული გადანაწილებისა და სააკაშვილის ციხეში ყოფნის ფონზე, ვეჭვობ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პერსპექტივა სრულად მოხსნილ იყოს.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა