11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

დავით სერგეენკო - სენატორ ჯიმ რიშის განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფოს მოსაზრებას არ ასახავს

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, დავით სერგეენკოს განცხადებით, სენატორ ჯიმ რიშის განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფოს კონსოლიდირებულ მოსაზრებას არ ასახავს.

ამასთან, როგორც სერგეენკომ ადგილობრივი არჩევნების შესახებ საერთაშორისო პარტნიორების გამოხმაურებებზე საუბრისას აღნიშნა, საკითხს კომპლექსურად უნდა შევხედოთ.

„ყველას აქვს თავისი აზრის გამოთქმის უფლება, თუმცა ვფიქრობ, რომ მისი მოსაზრება არ ასახავს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფოს კონსოლიდირებულ მოსაზრებას“, - განაცხადა სერგეენკომ.

მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის ან ეუთო/ოდირის განცხადებაში არჩევნებთან დაკავშირებით რამდენიმე საკითხია ხაზგასმული, თუმცა ეს „არ ნიშნავს, რომ არჩევნებმა საქართველოს მოსახლეობის ნება არ ასახა“.

„ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის ან ეუთო/ოდირის განცხადებაში, რომელიც მსგავსია, ხაზგასმულია რამდენიმე საკითხი. პირველი ის, რომ არჩევნები ჩატარდა კარგად ორგანიზებულად, გამჭვირვალედ. მეორე ის, რომ ყურადღებას იქცევდა და სამწუხაროა რადიკალური დაპირისპირება, ერთგვარი პოლიტიკური მარგინალიზაცია, რასაც ვეთანხმები, რადგან წინასაარჩევნო პერიოდში სიძულვილის ენა ბობოქრობდა. მესამე იყო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. მთლიანობაში ეს არ ნიშნავს, რომ არჩევნებმა საქართველოს მოსახლეობის ნება არ ასახა. პირიქით, ეს ხაზგასმულია. რაც შეეხება ადმინისტრაციულ რესურსებს, ამაზე მეტი ინფორმაციაა საჭირო“, - განაცხადა სერგეენკომ.

ცნობისთვის, სენატორ ჯიმ რიშის განცხადებით, „საქართველოში ჩატარებული არჩევნები დაუჯერებლად იმედის გამაცრუებელი იყო“.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია