რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ტერიტორიაზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით საწარმოში განმარტებას აკეთებენ

რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ტერიტორიაზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით საწარმოში განმარტებას აკეთებენ. როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა სალომე ჩხეიძემ ,,ინტერპრესნიუსს" განუცხადა, აფეთქება, რომელსაც ერთი მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, საწარმოო პროცესის დროს საამქროში არ მომხდარა.

„დანადგარი აფეთქდა საწარმოს ტერიტორიაზე, თუმცა ეს გარე ტერიტორიაა და არა საამქრო. გამოძიება დაწყებულია და ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია გაირკვეს რა მოხდა", - განაცხადა სალომე ჩხეიძემ.

რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 240-ე მუხლით დაიწყო, რაც შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს. დაწყებულია.

„გამოძიება მიმდინარეობს. დამთავრდება და ყველაფერი გაირკვევა. მუშაობა ქარხანაში არ არის შეფერხებული, ქარხანა მუშაობს“, - აცხადებენ მეტალურგიულ ქარხანაში.

ცნობისთვის, რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში აფეთქების შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა. სავარაუდოდ, ქარხანაში არსებული დანადგარი აფეთქდა, რის შედეგადაც იქ დასაქმებული 60 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა