საქართველოს ეროვნული პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი გამოცხადდა

ეროვნული პრემიის მოსაპოვებლად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საკონკურსო განაცხადების მიღება გრძელდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, პრემიის მოსაპოვებლად საკონკურსო განაცხადები და ნაშრომები მიიღება ელექტრონულად 2021 წლის პირველი ოქტომბრიდან - 29 ოქტომბრის ჩათვლით, ელექტრონულ მისამართზე: info@president.gov.ge, ხოლო ის ნაშრომი, რომელიც თავისი მოცულობის, ან სპეციფიკის გათვალისწინებით შეუძლებელია წარმოდგენილი იქნეს ელექტრონული ფორმით, მიიღება მატერიალურად ელექტრონული განაცხადის გადმოგზავნის შემდგომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ქ. თბილისი, ათონელის ქ. N25, საფოსტო ინდექსი - 0114.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება, რომლითაც საქართველოს ეროვნული პრემიის კომისიის 9-კაციანი შემადგენლობა დამტკიცდა.

კომისიას, რომელმაც 1 ოქტომბერს ორბელიანების სასახლეში პირველი სხდომა გამართა და კონკურსი გამოაცხადა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, იმუნოლოგი ნუნუ მიცკევიჩი უხელმძღვანელებს.

კომისიის შემადგენლობაში შედიან მეცნიერების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ნათია სულავას განცხადებით, საქართველოს ეროვნული პრემია მიენიჭება პირს საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული, სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, იურიდიული, სამედიცინო, სიცოცხლის შემსწავლელი ან საინჟინრო მეცნიერების დარგში მაღალ მეცნიერულ დონეზე შესრულებული ნაშრომისათვის, რომელმაც საყოველთაო აღიარება მოიპოვა და განსაკუთრებული წვლილი შეიტანა არა მარტო ქართული მეცნიერების, არამედ მსოფლიოს სულიერ, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში.

პრემია ყოველწლიურად გაიცემა და მას ერთი, ან ორი გამარჯვებული შეიძლება ჰყავდეს, რომლებსაც ფულადი ჯილდო, თითოეულს 10 000 ლარის ოდენობით გადაეცემათ. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ასევე, უცხოელებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს.

საქართველოს ეროვნული პრემიის კომისიის შემადგენლობა

ეროვნული პრემიის კომიისიის კონკურსის ძირითადი პირობები

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს