ევროინს ჯორჯია, უკვე წლებია ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანია ორიენტირებულია სადაზღვევო პროდუქტების სრულ სპექტრზე, რომელიც მოიცავს: ქონების, ავტოს, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევას.
ევროინს ჯორჯია, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის და საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის წევრია. ამჟამად, კომპანიაში საქართველოს მასშტაბით 150-ზე მეტი მაღალი კვალიფიკაციის მქონე თანამშრომელია დასაქმებული, რომელთა მათგანს სადაზღვევო სფეროში 20 წელზე მეტი გამოცდილება აქვს.
ევროინს ჯორჯია, საქართველოში ევროპული სადაზღვევო კომპანიის პრაქტიკას, საერთაშორისო გამოცდილებას და ევროპაში უკვე აპრობირებულ თანამედროვე დაზღვევის სისტემებს ნერგავს, რომელიც ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზეა მორგებული.
სოფია, 2021 წლის 10 სექტემბერი
Еurohold Bulgaria AD ატყობინებს[1] თავის აქციონერებსა და ფართო საზოგადოებას, რომ ის აწარმოებს აქტიურ მოლაპარაკებებს ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან (EBRD), Еurohold-ის სადაზღვევო ბიზნესის გამაერთიანებელი ჰოლდინგის, Euroins Insurance Group AD-ის (EIG) მინორიტარული წილის შესყიდვის თაობაზე.
გარიგება ორივე მხარის ყველა კორპორატიულ დონეზეა დადასტურებული, თუმცა მის დასრულებამდე საჭიროა ყველა საბოლოო დოკუმენტის შეთანხმება და გაფორმება, ასევე ყველა წინასახელშეკრულებო პირობის დაკმაყოფილება.
EBRD-ის ინვესტიცია EIG-ში 30 მილიონ ევროს შეადგენს და განხორციელდება სადაზღვევო ჯგუფის კაპიტალის გაზრდის გზით. Еurohold ასევე მიიღებს მონაწილეობას კაპიტალის გაზრდის პროცესში 12 მილიონი ევროს მოცულობის კაპიტალდაბანდების მეშვეობით.
Euroins Insurance Group მოზიდულ სახსრებს უპირველესად ჯგუფის ყველაზე მსხვილი სადაზღვევო კომპანიის - Euroins Romania Asigurare Reasigurare SA-ის გასავითარებლად მიმართავს, ასევე სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში ჰოლდინგის პოზიციების გასამყარებლად.
EBRD-მ მონაწილეობა მიიღო Еurohold-ის მიერ CEZ Group-ის ბულგარეთის ბიზნესის თანადაფინანსებაში.
(R)