სააკაშვილის შემოყვანის საქმეზე დაკავებული ზურაბ წოწორიას მეუღლე - ჩვენ ელგუჯა ცომაიას ნათესავები ვართ და ალბათ ამას უკავშირდება ყველაფერი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე დაკავებული მამა-შვილის, ზურაბ და შალვა წოწორიების ოჯახისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა.

ზურაბ წოწორიას მეუღლის, ვერიკო წოწორიას განცხადებით, დაკავებულების მიმართ წარდგენილი ბრალდება უსაფუძვლოა. ის იმედოვნებს, რომ მათი უდანაშაულობა დადგინდება. წოწორიების ოჯახი ორივე მათგანის გამართლებას და შინ დაბრუნებას მოითხოვს.

„ჩვენ ელგუჯა ცომაიას ნათესავები ვართ და ალბათ ამას უკავშირდება ეს ყველაფერი. ჩვენი კუთვნილი ავტომანქანით მოხდა თუ არა სააკაშვილის გადაყვანა სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში არ ვიცი, ვერაფერს ვერ ვიტყვი. სახლში არაფერი უთქვამს ამის შესახებ მამა-შვილს. ადვოკატები ყველაფერს ცდილობენ და ამბობდნენ, რომ ეს არ არის ისეთი მუხლი, რომ არ დააპატიმრონო, მაგრამ არ ვიცი რა მოხდა", - განაცხადა ვერიკო წოწორიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე დაკავებულ მამა-შვილს ზურაბ და შალვა წოწორიებს, რომლებიც ფოთის ტერმინალის თანამშრომლები არიან, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა