რა აქტივობებს გეგმავს BDO Digital-ი კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების თვეში

კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების თვის ფარგლებში BDO Digital-ის გუნდი სხვადასხვა აქტივობას გეგმავს. ოქტომბრის თვე მთელს მსოფლიოში აღინიშნება როგორც კიბერუსაფრთხოების თვე და ეძღვნება კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი თემების ირგვლივ ცნობიერების ამაღლებას.

BDO Digital-ის მიერ დაგეგმილი აქტივობების საშუალებით, კომპანიები შეძლებენ გაიგონ როგორ აქციონ სამუშაო სივრცე დაცულ გარემოდ და როგორ დაგეგმონ ბიზნესის კიბერუსაფრთხოება სწორად.

აღსანიშნავია, რომ პანდემიის დაწყებიდან ერთ წელზე მეტი გავიდა და ნათელია, რომ დისტანციური მუშაობა ნორმად იქცევა. შედეგად, კიბერუსაფრთხოების ექსპერტები მსოფლიოს მასშტაბით ელიან, რომ კიბერ შეტევების რიცხვი კვლავ გაიზრდება, რაც ამ თემას უფრო აქტუალურს ხდის.

ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში ბიზნესის უსაფრთხო გარემოში ფუნქციონირების ერთადერთი სწორი გზა კიბერ საფრთხეების გამოვლენა, რისკების შემცირება და ამ გზით ბიზნეს უწყვეტობის შენარჩუნებაა.

BDO Digital-ის მიერ, კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების თვის ფარგლებში, დაგეგმილ აქტივობებზე, ისევე როგორც ზოგადად კიბერუსაფრთხოების სერვისების შესახებ, ინფორმაციის მიღება შესაძლებელია BDO Digital-ის ვებგვერდზე.

(R)

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა