დავით ბაქრაძე გახარიას განცხადებაზე - მეორე ტურში ნეიტრალიტეტი არ არსებობს - შენ მხარს უჭერ ოპოზიციას და ამით წვლილი შეგაქვს ხელისუფლების დამარცხებაში, ან არ უჭერ მხარს და ამით ეხმარები ხელისუფლებას, რომ დარჩეს

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ნეიტრალიტეტი არ არსებობს. შენ მხარს უჭერ ოპოზიციას და ამით შენი წვლილი შეგაქვს ხელისუფლების დამარცხებაში, ან არ უჭერ მხარს ოპოზიციას და ამით ეხმარები ხელისუფლებას, რომ დარჩეს, - ასე აფასებს პოლიტიკოსი დავით ბაქრაძე გიორგი გახარიას განცხადებას, რომ არჩევნების მეორე ტურზე მხარს არც „ქართულ ოცნებას“ და არც „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭერენ.

როგორც ბაქრაძე განმარტავს, გიორგი გახარია ოპოზიციაში ვერ იქნება სანამ არ ჩამოყალიბდება მყარად, რომ მონაწილეობს ხელისუფლების შეცვლის პროცესში.

„მე მიმაჩნია, რომ მეორე ტურში ნეიტრალიტეტი არ არსებობს. შენ მხარს უჭერ ოპოზიციას და ამით შენი წვლილი შეგაქვს ხელისუფლების დამარცხებაში, ან არ უჭერ მხარს ოპოზიციას და ამით ეხმარები ხელისუფლებას, რომ დარჩეს. მეორე ტურში ნეიტრალიტეტი არ არსებობს. ვფიქრობ, ამას ძალიან სწორად აფასებენ ამომრჩევლებიც. ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს გადაწყვეტილება დიდი ზიანის მომტანი იქნება ბატონი გახარიას გუნდისთვის, მისი ამომრჩევლის და ნიშის გამყარების თვალსაზრისით. ბატონი გახარია დღეს ხელისუფლებაში აღარ არის, მაგრამ ის ვერ იქნება ვერც ოპოზიციაში, მანამ სანამ არ ჩამოყალიბდება მყარად, რომ მონაწილეობს ხელისუფლების შეცვლის პროცესში.

ამის ერთ-ერთი მთავარი ტესტი გახლავთ სწორედ ის, მზად არის თუ არა მეორე ტურში მხარი დაუჭიროს ოპოზიციას დამოუკიდებლად, მიუხედავად იმისა მოსწონს თუ არა ნიკა მელია და სხვა კანდიდატები. მეორე ტურის გადაწყვეტილება არ არის ოპოზიციის მოწონების გადაწყვეტილება. მეორე ტურის გადაწყვეტილება არის ხელისუფლების შეცვლა - არშეცვლის საკითხი. ამიტომ არის გადამწყვეტი მნიშვნელობის ვინ რა პოზიციას დაიკავებს“, - აღნიშნავს ბაქრაძე.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ