გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უფლისციხეში ხელოვნურსაფარიანი ფეხბურთის მინი მოედანი მოეწყო

სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უფლისციხეში ხელოვნურსაფარიანი ფეხბურთის მინი მოედანი მოეწყო. ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ადგილობრივების მიერ შერჩეულ პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებზე 64 111 ლარი გაიხარჯა.

„უფლისციხეში ასევე მოეწყო გარე გამოყენების ტრენაჟორები საჩრდილობელი ფანჩატურით. დამონტაჟებულია 10 სხვადასხვა ტიპის ტრენაჟორი. ადგილობრივების თქმით, უფლისციხეში უკვე დასრულებულია დასასვენელი და სპორტულ - გამაჯანსაღებელი სივრცეების მოწყობა, რაც ახალგაზრდებისთვის და ბავშვებისთვის თავშეყრის, ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრებისა და დასვენების საუკეთესო შესაძლებლობაა. გორის მუნიციპალიტეტის მერია ადგილობრივი ბიუჯეტით სოფელში სასმელი წყლის სისტემის მოწყობასაც ახორციელებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო