სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია - კახეთის რეგიონს კიდევ ერთი ახლად აშენებული სკოლა შეემატა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშნაარში ახალი სკოლა აშენდა, რომელიც დღეს ოფიციალურად გახსნეს კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი შიოშვილმა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი გოგილაშვილმა. ამის შესახებ ინფორმაციას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სოფელ მაშნაარში მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ 90 ბავშვზე გათვლილი ახალი სკოლა აშენდა, პროექტის ჯამური ღირებულება კი 1 682 000 ლარს შეადგენს.

„რეგიონში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და განვითარება ჩვენთვის ერთ- ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, ვულოცავ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ახალ სკოლაში სწავლის დაწყებას“, - განაცხადა ირაკლი შიოშვილმა.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ 2020- 2021 სასწავლო წელს 2 ახალი სკოლა აშენდა და გაიხსნა, ამ ეტაპზე სოფელ ქვემო მაჩხაანის ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა