ცხინვალიდან გათავისუფლებულ საქართველოს მოქალაქეს, რომელიც გორის სამხედრო ჰოსპიტალშია მოთავსებული, მოტეხილობა აღენიშნება

ცხინვალიდან გათავისუფლებული საქართველოს მოქალაქე 29 წლის ნიკოლოზ ფეხშველაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. სამედიცინო დაწესებულების ტრავმატოლოგის განცხადებით, პირველადი დათვალიერებით, პაციენტს სხივის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება და მიმდინარეობს დამატებითი კვლევები.

„პაციენტი შემოყვანილია სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ ჰოსპიტლის მიმღებ განყოფილებაში. პირველადი დათვალიერებით მას აღენიშნება სხივის ძვლის მოტეხილობა. პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მიმდინარეობს კვლევები, რის საფუძველზეც დაზუსტდება დაზიანებები", - განაცხადა ჰოსპიტლის ტრავმატოლოგ-ორთოპედმა შალვა გოდერძიშვილმა.

ექიმის განცხადებით, პაციენტს არაფერი უთქვამს ფიზიკურ ზეწოლაზე.

ექიმის ინფორმაციით, პაციენტის სხივის ძვალი დაფიქსირებულია თაბაშირის ნახვევით, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მას ადგილზე გაეწია გარკვეული სამედიცინო დახმარება.

შეგახსენებთ, რომ ცხინვალის ე.წ. ხელისუფლების განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებმა სამხრეთ ოსეთის საზღვარი დაარღვიეს, ორი დაკავებულია, ერთი პირი გაქცევისას 10-12 მეტრი სიმაღლიდან გადავარდა და დაშავდა. ის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გადმოიყვანა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე