ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა - „ანაკლიის კონსორციუმის“ განცხადება არის კიდევ ერთი ტყუილი, ბიძინა ივანიშვილი არ არის „ფოთის თიზის“ მეწილე

ანაკლიის პორტის პროექტი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ჩააგდო. ეს ფაქტია, ისევე როგორც მისი აშკარა მცდელობები, ამ მარცხზე პასუხისმგებლობა სხვას აჰკიდოს და ამით შეიქნას არგუმენტი საარბიტრაჟო სასამართლოზე ბიუჯეტისთვის მილიონობით დოლარის მოსათხოვნად. კონსორციუმის ახლახანს გამოქვეყნებული განცხადება იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილი ფლობს წილს ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში და არის მისი ერთ- ერთი მესაკუთრე, გამონაკლისი არაა და არის მორიგი ტყუილით საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა.

ეს რომ ასეა, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია დარწმუნდეს საჯარო რეესტრის ამონაწერით, რომლითაც ოფიციალურად დასტურდება, რომ შპს „ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას“ ჰყავს სამი მესაკუთრე და ესენია: საქართველოს მთავრობა - 10 %, არაბული კომპანია „რას ალ ხაიმას საინვესტიციო ორგანო“ (სახელმწიფო ორგანო) - 15% და ჩინური კომპანია შპს სი ი ეფ სი (ევრო-აზიური) – 75 %.

შპს ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის პრესსამსახური

(R)

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს