აჭარაში 65 პედაგოგს პროფესიულ საქმიანობაში მიღწეული წარმატებისთვის მადლობის სიგელები გადაეცა

მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბათუმის დრამატულ თეატრში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე რეგიონში წარმატებულ პედაგოგებს შეხვდა და პროფესიულ საქმიანობაში მიღწეული წარმატებისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც აჭარის მთავრობის ინფორმაციაშია აღნიშნული, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ რამდენიმე წელია საფუძველი ჩაუყარა სასწავლო წლის შედეგებით წარმატებული პედაგოგების დაჯილდოებას, რომლის მიზანსაც წარმოადგენს საზოგადოებისთვის პედაგოგთა დამსახურებისა და მათი ღვაწლის წარმოჩენა.

„პედაგოგთა შერჩევის დროს ერთ-ერთ კრიტერიუმს წარმოადგენდა სასკოლო ოლიმპიადებში მათი მოსწავლეების მიერ მიღწეული წარმატება, ასევე, პედაგოგების აქტიურობა და მათი ჩართულობა სასკოლო-საგანმანათლებლო საქმიანობაში.

მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ფრიდმანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებამ იდეალური შესაძლებლობა შექმნა კომპანიის გაკოტრების და იქ სახელმწიფო მმართველის იმპერატიული დანიშვნისთვის, ამას კი „ბორჯომის“ ნაციონალიზაცია უნდა მოჰყვეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2022
იუველ ნოა ჰარარი - ყველაფერი სასწორზე დაიდო, რადგან პუტინმა დაანგრია უდიდესი ტაბუ, გლობალური წესრიგი - მას რომ შედეგისთვის მიეღწია, ეს მთელ მსოფლიოში გამოიწვევდა დესტაბილიზაციას
თამარ ალადაშვილი - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს ახალი ფუნქციები ემატება, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საზოგადოების გარემოსდაცვით საკითხებში ჩართულობას
„მაკდონალდს საქართველო“ Mc Happy Day-ის საქველმოქმედო კამპანიას იწყებს