ნიკოლოზ სამხარაძე ვარშავაში ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს

ვარშავაში ვიზიტად მყოფი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე მონტენეგროს საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრს ჯორჯე რადულოვიჩს და ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს, ფრანო მატუშიჩს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით, მხარეებმა შავი ზღვის რეგიონში არსებული გამოწვევები, ორმხრივი საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები და საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხები განიხილეს.

ამასთან, ხორვატიის და მონტენეგროს მხარეებმა ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესი კიდევ ერთხელ აღნიშნეს და მიმდინარე პროცესების მიმართ პოლიტიკური მხარდაჭერა გამოხატეს. მათ მზაობა გამოთქვეს, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე რეფორმების განხორციელებაში საქართველოს ხელისუფლებას საკუთარი გამოცდილება გაუზიარონ. შეხვედრის ბოლოს მხარეები შეთანხმდნენ, რომ საპარლამენტო კავშირებს კიდევ უფრო გაააქტიურებენ და მომავალ წელს ორმხრივ ვიზიტებს განახორციელებენ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო