რომან გოცირიძე - გახარიას ახლა ცხოვრება გამოცდას უწყობს - იცით, რატომ გვაქვს იმედი, რომ ოპოზიციის ფლანგზე გადმობარგდება? - არ არის გამორიცხული, ისე გაამწარონ, საერთოდ არ უნდოდეს „ოცნებისკენ“ გახედვა

რატომ გვაქვს იმედი იცით, რომ გახარია საბოლოოდ ოპოზიციის ფლანგზე გადმობარგდება? - „ქართული ოცნება“ და ვინც მისი ლიდერები არიან უზნეო ხალხია,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.

ამასთან, გოცირიძემ აღნიშნა, რომ როდესაც გიორგი გახარია ამბობს, რომ არჩევნების მეორე ტურში მხარს არც „ქართულ ოცნებას“ და არც „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭერს, ასეთ შემთხვევაში ხმას ხელისუფლებას აძლევს.

გიორგი გახარია პარტია არ არის სტრუქტურიზირებული პარტია. ასეთი პარტიები რაღაც გარემოებათა გამო ხდება მოთხოვნადი. მას ახლა უწყობს ცხოვრება გამოცდას. როცა გახარია ამბობს, რომ არც ერთს ვაძლევ ხმას და არც მეორეს, ამ შემთხვევაში შენ ხმას აძლევ ხელისუფლებას. გახარიას პარტიამ აიღო მაქსიმუმზე მაქსიმუმი. გახარია ჯერაც გაუგებარი ფიგურაა. დღეისათვის გახარია ივანიშვილთან მიჯაჭვულობიდან არ არის გამოსული. რატომ გვაქვს იმედი იცით, რომ გახარია საბოლოოდ ოპოზიციის ფლანგზე გადმობარგდება? „ქართული ოცნება“ და ვინც მისი ლიდერები არიან, არის უზნეო ხალხი. უსამართლო ჭორები გავრცელდა კოკაინთან დაკავშირებით. პირადი ცხოვრების კადრები გაუვრცელეს "ოცნების" ბევრ ლიდერს, ვინ ავრცელებდა ამ კადრებს? მიზნისთვის „ქართული ოცნება“ ყველაფერს კადრულობს და არ არის გამორიცხული, რომ გახარია პიროვნულად ისე გაამწარონ, რომ მას საერთოდ არ უნდოდეს გახედვა აქეთკენ“ , - განცხადა გოცირიძემ.

რომან გოცირიძემ ასევე არჩევნების შედეგები შეაფასა და აღნიშნა, დიდმა ქალაქებმა „ქართულ ოცნებას“ ზურგი აქცია, რითაც „ოცნების“ ფუნდამენტმა უზარმაზარი დარტყმა მიიღო.

„მიშა სასიკვდილო შიმშილობის მდგომარეობაშია, როგორც ვხედავთ ეს არ არის ხუმრობა. მე არ მივესალმები და არც არასდროს არ ვიტყვი, რომ მიზანი ამართლებს ამ საშუალებას, რომ თავის თავი შესწიროს ივანიშვილს, ივანიშვილი მალე წავა, მოფამფალებულია „ქართული ოცნება“. უზარმაზარი დარტყმა მიიღო მისმა ფუნდამენტმა, დიდმა ქალაქებმა ზურგი აქციეს „ოცნებას“. სოფლელები უფრო ნაკლებად გონიერი ხალხია ვიდრე ქალაქელები? - არა, მთელი საქართველო ერთ აზრზეა, მაგრამ სოფელში ადვილია დაშინება“ , - აღნიშნა გოცირიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა