ზურაბ ბატიაშვილი - ზუსტად არავინ იცის, როდის რა მოუვათ კრემლში მსხდომთ თავში და რას იზამენ კავკასიაში, სიტუაციის არევის საშუალება და გამოცდილება მათ ნამდვილად აქვთ

აზერბაიჯანის საზღვართან დაწყებული ირანის სამხედრო წვრთნებზე, თურქეთ-აზერბაიჯანის ერთობლივი სამხედრო სწავლებაზე, ამ პროცესების მიზეზებსა და მოვლენათა განვითარების სავარაუდო პერსპექტივებზე, ასევე ყარაბაღის მეორე ომში აზერბაიჯანის გამარჯვების შემდეგ ყარაბაღში არსებულ ვითარებაზე თავისი შთაბეჭდილებებზე “ინტერპრესნიუსი“ აღმოსავლეთმცოდნეს, რონდელის ცენტრის მკვლევარს, ზურაბ ბატიაშვილს ესაუბრა.

- ბატონო ზურაბ, აზერბაიჯანის საზღვართან ირანმა საკმაოდ დიდი სამხედრო სწავლება დაიწყო, რომელიც ახლაც გრძელდება.

ირანის სამხედრო სწავლება აზერბაიჯანის საზღვართან თურქეთ-აზერბაიჯანის მასშტაბურ სამხედრო სწავლების პარალელურად მიმდინარეობს. ირანსა და თურქეთს ერთმანეთის მიმართ უამრავი პრეტენზიები აქვთ, მაგრამ ახლა ამ პროცესში ასევე ჩართულია ჩვენი მეორე მეზობელი აზერბაიჯანი.

რა ხდება ჩვენს ახლო სამეზობლოში? კითხვა ასედაც შეიძლება დაისვას - სავარაუდოდ, რას უკავშირდება ჩვენს სამეზობლოში დაწყებული სამხედრო სწავლებები?

- მთავარი ამბავი ალბათ მაინც ის არის, რომ ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ რეგიონში შეიცვალა ძალთა ბალანსი, რომელიც თეირანის შეშფოთების წყაროა. როგორც ჩანს ირანს აღიზიანებს თურქეთის გაძლიერება რეგიონში, რაც ძალზედ ადვილი შესამჩნევია აზერბაიჯანში.

სულ უფრო ხშირად ტარდება ხოლმე თურქული სამხედრო წვრთნები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. ერთ-ერთი ბოლო ასეთი საერთო წვრთნა ჩატარდა ა.წ. სექტემბერში ყარაბაღის სიახლოვეს, რომელშიც თურქეთისა და აზერბაიჯანის გარდა ირანის კიდევ ერთი მეტოქე - პაკისტანი იღებდა მონაწილეობას.

ამას კი წინ უძღვოდა აზერბაიჯანელების მიერ ორი ირანელი სატვირთო მანქანის მძღოლის დაკავება სომხეთ-ირანის დამაკავშირებელ სახმელეთო გზის იმ მონაკვეთზე, რომელზეც 1 წლის წინ აზერბაიჯანულმა მხარემ აღიდგინა კონტროლი.

ამას კი ირანმა აზერბაიჯანის საზღვრის სიახლოვეს აქამდე არნახული სამხედრო სწავლებით უპასუხა და თეირანის სიმპათიები კიდევ უფრო მეტად გადაიხარა ერევნისკენ.

ამის გარდა, თეირანის გადმოსახედიდან კიდევ ერთი მეტად საგულისხმო მიზეზი არსებობს, რის გამოც იგი არ მოერიდა აზერბაიჯანთან დაპირისპირებას.

თეირან-ბაქოს ურთიერთობებს ამძიმებს ისრაელის ფაქტორიც. ცნობილია, რომ ისრაელში წარმოებული დრონები აქტიურად იყვნენ ჩართული ყარაბაღის მეორე ომში და ირანში აქვთ ერთგვარი ეჭვი, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე განლაგებულია ისრაელის სამხედრო დანაყოფები, რა ბრალდებაც რამდენიმე დღის წინ ღიად წამოაყენა ოფიციალურმა თეირნამა.

სიმბოლურია თავად ირანული წვრთნების დასახელებაც - თეირანმა მას "ხაიბარის დამპყრობლები" დაარქვა. ხაიბარი კი ქალაქია საუდის არაბეთში, სადაც 628 წელს მუჰამედმა ებრაელები დაამარცხა და იგი მუსლიმების მიერ ებრაელებზე გამარჯვების სიმბოლოდ განიხილება. ამ დაპირისპირებაშიც ხომ თეირანი ბაქოს სწორედ ისრაელთან მოკავშირეობაში და ირანის წინააღმდეგ ერთობლივ მოქმედებაში ადანაშაულებს

ეს იმ ფონზე ხდება, როდესაც ისრაელი ეჭვობს, რომ ირანს სულ მალე უკვე ექნება ბირთვული იარაღი და ექსპერტები სულ უფრო მეტს ლაპარაკობენ ირანზე ისრაელის შესაძლო თავდასხმაზე იმ მიზნით, რომ თეირანს მოუსპოს ასეთი იარაღის შექმნის შესაძლებლობა.

სწორედ ეს მოვლენები ირანმა შეაფასა, როგორც მის წინააღმდეგ მიმართული პირდაპირი საფრთხე და გადაწყვიტა აქამდე უპრეცედენტო მასშტაბის სამხედრო წვრთნების ჩატარება აზერბაიჯანის საზღვრის სიახლოვეს, რომელშიც ჩართეს 4 ირანული დივიზია, საერთო ჯამში 50 000 ირანელი ჯარისკაცით.

სიმბოლურია თავად ირანული წვრთნების დასახელებაც - თეირანმა მას "ხაიბარის დამპყრობლები" დაარქვა. ხაიბარი კი ქალაქია საუდის არაბეთში, სადაც 628 წელს მუჰამედმა ებრაელები დაამარცხა და იგი მუსლიმების მიერ ებრაელებზე გამარჯვების სიმბოლოდ განიხილება. ამ დაპირისპირებაშიც ხომ თეირანი ბაქოს სწორედ ისრაელთან მოკავშირეობაში და ირანის წინააღმდეგ ერთობლივ მოქმედებაში ადანაშაულებს.

- ამერიკელების ავღანეთიდან გასვლის შემდეგ ახლო აღმოსავლეთსა და აღმოსავლეთის ქვეყნების რეგიონში ვითარება მნიშვნელოვნად შეცლილია. ცხადია, ეს ცვლილება ამ რეგიონში დასავლეთის პოზიციების შემცირებას უკავშირდება.

შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ რჩება შთაბეჭდილება, რომ როგორც თავის დროზე თურქეთის გააქტიურება სირიაში უკავშირდებოდა ერთი მხრივ სირიაზე ანკარის პრეტენზიებს, ისე მეორე მხრივ სირიაში ქურთების გააქტიურებას, ახლა ირანის აზერბაიჯანის საზღვართან გააქტიურება ირანში აზერბაიჯანლებით კომპაქტურად დასახლებულ რაიონებში მზარდი პროაზერბაიჯანული განწყობებს შეიძლება უკავშირდებოდეს.

აზერბაიჯანის საზღვართან თეირანის გააქტიურება რამდენად შეიძლება უკავშირდებოდეს ირანში პროაზერბაიჯანული განწყობების ზრდას? და კიდევ -სავარაუდოდ, როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები თეირანსა და ანაკარას შორის, რომლის სტრატეგიული პარტნიორი აზერბაიჯანია?

- დიახ, დაძაბულობების ერთ-ერთი მიზეზი ალბათ ისიცაა, რომ ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ ნაციონალისტური განწყობები გაძლიერდა არამხოლოდ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, არამედ ირანის ჩრდილოეთ რეგიონებშიც, სადაც 20 მილიონამდე აზერბაიჯანელი ცხოვრობს. ეს მაშინ, როცა საკუთრივ აზერბაიჯანის მოსახლეობა ოფიციალური მონაცემებით, 10 მილიონია.

დაძაბულობების ერთ-ერთი მიზეზი ალბათ ისიცაა, რომ ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ ნაციონალისტური განწყობები გაძლიერდა არამხოლოდ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, არამედ ირანის ჩრდილოეთ რეგიონებშიც, სადაც 20 მილიონამდე აზერბაიჯანელი ცხოვრობს. ეს მაშინ, როცა საკუთრივ აზერბაიჯანის მოსახლეობა ოფიციალური მონაცემებით, 10 მილიონია

ეს განწყობები საკუთარი თვალით ვიხილეთ ირან-აზერბაიჯანის საზღვრის ყარაბაღის მონაკვეთზე მოხვედრისას, სადაც მდ. არაქსის (აქ საზღვარი მდინარეზე გადის) მეორე ნაპირიდან (ანუ ირანიდან) გულმხურვალედ გვესალმებოდნენ და სიხარულით ხელს გვიქნევდნენ ირანელი აზერბაიჯანელები - რამდენადაც ჩვენ აზერბაიჯანულ ნომრიანი ტრანსპორტით გადავაადგილდებოდით, დიდი ალბათობით მათ აზერბაიჯანელები ვეგონეთ და როგორც გამარჯვებულ ძმებს, ისე გვესალმებოდნენ.

ასეთ ფონზე ანკარა უპირობოდ მხარს უჭერს მოძმე აზერბაიჯანს. ანკარამ უკვე გადაისროლა საკუთარი სამხედრო ნაწილები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სადაც დაიწყო ერთობივი თურქულ-აზერბაიჯანული სამხედრო წვრთნები, როგორც პასუხი ირანის გააქტიურებაზე.

ამ დაძაბულობის ფონზე ბევრს აინტერესებს, რომელი მხარე უფრო ძლიერია.

თუ შევხედავთ საკმაოდ კომპეტენტურ 2021 Military Strength Ranking-ს მიერ ყოველწლიურად გამოქვეყნებულ სიას, ირანი თავისი სამხედრო სიძლიერით მსოფლიოში მე-14 ადგილზეა, აზერბაიჯანი კი - 63-ეზე (შედარებისთვის, საქართველო 92-ეა). მაგრამ აქ ის ფაქტორია გასათვალისწინებელი, რომ თურქეთი ამ სიაში მე-11 ადგილზეა და ბაქოში მიაჩნიათ და სწორედაც, რომ ანკარა, საჭიროების შემთხვევაში, მოძმე აზერბაიჯანს დახმარებას გაუწევს.

ამ დაძაბულობის ფონზე ბევრს აინტერესებს, რომელი მხარე უფრო ძლიერია…

ირანი თავისი სამხედრო სიძლიერით მსოფლიოში მე-14 ადგილზეა, აზერბაიჯანი კი - 63-ეზე. შედარებისთვის, საქართველო 92-ეა. მაგრამ აქ ის ფაქტორია გასათვალისწინებელი, რომ თურქეთი ამ სიაში მე-11 ადგილზეა და ბაქოში მიაჩნიათ და სწორედაც, რომ ანკარა, საჭიროების შემთხვევაში, მოძმე აზერბაიჯანს დახმარებას გაუწევს

ამასთან, ზოგიერთ სეგმენტში (მაგალითად, თანამედროვე დრონებში) ბაქოს თეირანთან შედარებით, უპირატესობაც გააჩნია.

- ცოტა ხნის წინ საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს ინიციატივით თქვენ და საქართველოდან ქართველ ჟურნალისტთა ჯგუფი ყარაბაღში იმყოფებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ თემაზე თქვენ სოციალურ ქსელში თქვენი მოსაზრებები გამოთქვით, იმედი გვაქვს არ დაგვზარდებით და ყარაბახულ შთაბეჭდილებებს ჩვენს მკითხველებსაც გაუზიარებთ.

ამ თემაზე ბევრი კითხვა არსებობს. არავინ დაობს, რომ აზერბაიჯანმა ეს ომი მოიგო, სომხეთი დამარცხდა, მხარეებმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებასაც მოაწერეს ხელი, მაგრამ საინტერესოა, პრაქტიკულად რა ვითარებაა ყარაბაღში აზერბაიჯან-სომხეთს შორის მეორე ომის დასრულების შემდეგ.

მიუხედავად ამისა, ყველაზე აქტუალური გახლავთ ის, სავარაუდოდ, თუ როგორ გამოიყურება ყარაბაღის მეორე ომის შედეგები - აზერბაიჯანული და სომხური მხარეებიდან ვინ რას აკონტროლებს ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ?

- შარშან ამ დროს განახლდა კონფლიქტი ყარაბაღში, რომელსაც მაშინ ახლოდან ვადევნებდი თვალს და შეძლებისდაგვარადაც ვაშუქებდი.

ამიტომ სიამოვნებით დავთანხმდი აზერბაიჯანის საელჩოს შემოთავაზებას ჩემი თვალით მენახა კონფლიქტიდან 1 წლის თავზე ყარაბაღსა და მის გარშემო არსებული მდგომარეობა.

ვფიქრობ, რომ ეს გამოცდილება საინტერესო იქნება საქართველოსთვისაც, რომელსაც მსგავსი (მაგრამ არა სრულად იდენტური) პრობლემა აქვს ტერიტორიულ მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით.

რაც შეეხება უშუალოდ ყარაბაღსა და მის გარშემო არსებულ სამხედრო-პოლიტიკურ სიტუაციას, ვფიქრობ, მის უკეთ აღსაქმელად ეს რუკა დაგვეხმარება.

მასზე თეთრ-წითელი წყვეტილი ხაზით დატანილია ყოფილი მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის ტერიტორია. პირველ და მეორე ომის მსვლელობისას ბრძოლები წარმოებდა როგორც ამ ხაზის შიდა, ისე - გარე ტერიტორიებზე.

ამიტომ პირველ ომში სომხური მხარის გამარჯვების გამო მათ კონტროლქვეშ საერთო ჯამში 12 რაიონი მოექცა (აქედან 5 ყოფილი ავტონომიის შიგნით, ხოლო 7 - მის გარშემო ტერიტორიებზე).

ყვითელი ფერით აღნიშნულია ის ტერიტორიები, რომელზე კონტროლიც აზერბაიჯანულმა მხარემ ყარაბაღის მეორე ომის დროს ბრძოლებით დაიბრუნა (ესაა 6 რაიონი - შუშა, ფიზული, ჯებრაილი, ზენგილანი, ქუბადლი და ჰადრუთი).

რუკაზე მწვანე ფერით აღნიშნულია ის ტერიტორიები, რომელზეც კონტროლი აზერბაიჯანულმა მხარემ სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელმოწერის შედეგად დაამყარა - სულ 3 რაიონი - ქელბაჯარი, ლაჩინი (გარდა კორიდორისა) და აღდამი.

საერთო ჯამში აზერბაიჯანმა კონტროლი დაიბრუნა 9 რაიონზე.

სომხური მხარის კონტროლქვეშ კი დარჩა 3 რაიონი ყოფილი ავტონომიის შიგნით - სტეპანაკერტის (ხანკენდი), მარტუნის (ხოჯავენდი) და მარტაკერტის (აღდერე), რაც რუკაზე ლურჯი ფერითაა აღნიშნული.

წითელი ისრით აღნიშნულია სომხეთთან დამაკავშირებელი ლაჩინის კორიდორი, რომელსაც რუსული ე.წ. “სამშვიდობო ძალები” აკონტროლებენ. რუსები ასევე დგანან ლურჯი ფერის გასწვრივ ყველა იმ ადგილზე, სადაც შეხებაა აზერბაიჯანულ მხარესთან.

ჩვენ ვიმყოფებოდით იმ 6 რაიონში (შუშა, აღდამი, ჯებრაილი, ფიზული, ზენგილანი და ჰადრუთი), რომელიც რუკაზე წითელი ფერითაა მონიშნული.

- თქვენი მონათხობი და წარმოდგენილი რუკა იმაზე მიანიშნებს, რომ სამხედრო ძალის გამოყენებით აზერბაიჯანმა პრაქტიკულად ის ტერიტორიები დაიბრუნა, რომელშიც ყარაბაღის პირველ ომამდე მოსახლეობის უმეტესობა აზერბაიჯანლები იყვენენ.

გაიმყარა პოზიციები ირანის მოსაზღვრე მონაკვეთებზე, ასევე პირველ ომამდე აზერბაიჯან-სომხეთის მოსაზღვრე ტერიტორიებზე. სამშვიდობო შეთანხმებით აზერბაიჯანმა კონტროლი აღადგინა 3 ქელბაჯარის, ლაჩინი, (გარდა კორიდორისა) და აღდამის რაიონებზე. ვიდრე გადავალთ იმ თემებზე თუ რა ვითარებაა ირანის მოსაზღვრე მონაკვეთზე, ლაჩინის კორიდორზე, ასევე სამშვიდობო შეთანხმებით აზერბაიჯანის მიერ 3 დაბრუნებულ რაიონებში.

საინტერესოა თქვენი შთაბეჭდილებები იმაზე, თუ რა ხდება ახლა იმ ტერიტორიებზე, რომელიც აზერბაიჯანმა სამხედრო ძალით დაიბრუნა?

- პირველი, რასაც ადამიანი ყარაბაღში შესვლისთანავე ამჩნევს, ეს არის განაღმვითი სამუშაოები (ეს საკითხი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც მის გარეშე ფერხდება აღდგენითი სამუშაოები, რაც აზერბაიჯანისთვის ამ მომენტში პრიორიტეტული საკითხია)

პირველი, რაც ადამიანს ყარაბაღის ყოფილი ფრონტის ხაზთან მიახლოებისას თვალში გხვდება, ეს სანგრებისა და ტანკსაწინააღმდეგო თხრილების გრანდიოზული სისტემებია.

მისი სიგრძე 200 კმ-მდეა და ზოგან 8-12 ასეთი პარალელური ხაზი მიყვება ყოფილ ფრონტის ხაზს. ეს ადგილები სრულად დანაღმულია როგორც ტანკსაწინააღმდეგო, ისე ფეხოსნების საწინააღმდეგო ნაღმებით. ბევრია კონფლიქტის დროს ნასროლი, მაგრამ აუფეთქებელი ჭურვებიც, რაც ასევე საფრთხის შემცველია.

დანაღმულია ამ ხაზების უკან ტერიტორიებიც. მაგალითად, ცნობილია, რომ მხოლოდ აღდამის რაიონში 98 000 ასეთი ნაღმია მიწაში ჩადებული. საერთო ჯამში ვარაუდობენ, რომ მილიონამდე ნაღმია ჩადებული ყარაბაღში. აღდამში მხოლოდ გზებია განაღმული და გზიდან გადადგმული ერთი ნაბიჯიც კი შეიძლება სიცოცხლის ფასად დაგიჯდეთ. მხოლოდ აღდამში 42 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა ასეთ ნაღმებს ომის შემდეგ.

მხოლოდ აღდამის რაიონში 98 000 ასეთი ნაღმია მიწაში ჩადებული. საერთო ჯამში ვარაუდობენ, რომ მილიონამდე ნაღმია ჩადებული ყარაბაღში. აღდამში მხოლოდ გზებია განაღმული და გზიდან გადადგმული ერთი ნაბიჯიც კი შეიძლება სიცოცხლის ფასად დაგიჯდეთ. მხოლოდ აღდამში 42 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა ასეთ ნაღმებს ომის შემდეგ

ამიტომ, ყოფილი ფრონტის ხაზის გადაკვეთის უფლებას რიგით მოქალაქეებს არ აძლევენ. ამისთვის მოწყობილია სპეციალური საკონტროლო-გამშვები პუნქტები ყოფილი ფრონტის ხაზებთან.

აზერბაიჯანში განსაკუთრებით ემადლიერებიან საქართველოს, რომლის შუამავლობითაც სომხურმა მხარემ მათ გადასცათ დანაღმული ველების რუკები (ზაფხულში გაიცვალა სომეხ სამხედრო ტყვეებში). მაგრამ ხშირად ეს რუკებიც არაზუსტია. ძალიან ბევრი ახალი ნაღმი სპონტანურად ჩაიდო სომხური მხარის მიერ შარშანდელი უკანდახევის შედეგად და ბუნებრივია, ისინი არსადაა აღნუსხული.

ჯებრაილის რაიონში, ისევე, როგორც ბევრგან, გაჰყავთ ახალი ავტოსტრადები. მაგრამ სამშენებლო ტექნიკას წინ მიუძღვიან განმაღმველები, რომლებიც აქტიურად წმენდენ ტერიტორიებს.

ადამიანი უემოციოდ ვერ უყურებ ათეულ ათასობით დანგრეულ სახლს. ყველა მათგანში ალბათ თაობები ცხოვრობდნენ და ყველას თავისი ისტორია აქვს. ზოგან (მაგალითად, ქალაქებში ფიზულისა და აღდამში, ასევე ათეულობით სოფელში) ძველი შენობებისგან მხოლოდ ქვების გროვებიღაა დარჩენილი.

დანგრეულია გზებიც. ზოგან საბჭოთა პერიოდიდან დარჩენილი ასფალტის კვალი შეიმჩნევა. ზოგან ისიც აღარაა. ზოგან კი უბრალოდ გამქრალია ძველი გზები.

განადგურებულია ინფრასტრუქტურაც. არ არის ელექტროენერგია, გაზი, არ მუშაობს მობილური კავშირგაბმულობა.

მაგრამ აზერბაიჯანმა სწრაფი ტემპით დაიწყო აღდგენითი სამუშაოები. შეიძლება ითქვას, რომ ყარაბაღის ის ტერიტორიები, რომლებიც ნაღმებისგან გაიწმინდა, დიდ სამშენებლო მოედნადაა ქცეული. იგება ახალი გზები, კეთდება კომუნიკაციები, შენდება შენობები და ა.შ.აზერბაიჯანული მხარე ვარაუდობს, რომ ყარაბაღის სრულად აღდგენას 50 მლრდ აშშ დოლარი დასჭირდება.

აზერბაიჯანმა სწრაფი ტემპით დაიწყო აღდგენითი სამუშაოები. შეიძლება ითქვას, რომ ყარაბაღის ის ტერიტორიები, რომლებიც ნაღმებისგან გაიწმინდა, დიდ სამშენებლო მოედნადაა ქცეული. იგება ახალი გზები, კეთდება კომუნიკაციები, შენდება შენობები და ა.შ.აზერბაიჯანული მხარე ვარაუდობს, რომ ყარაბაღის სრულად აღდგენას 50 მლრდ აშშ დოლარი დასჭირდება

შედარებისთვის, საქართველოს ყოველწლიური ბიუჯეტი დაახლოებით 5 მლრდ აშშ დოლარია) და ეს პროცესი არაერთი წელი გაგრძელდება. ეს სოლიდური თანხები ნავთობით მდიდარ აზერბაიჯანს გააჩნია, რასაც ხარჯავს კიდეც ამ მიზნით.

აღდგენითი სამუშაოები წარმოებს წინასწარ დამტკიცებული გეგმის მიხედვით.

აღნიშნულ სამუშაოებს ადგილზე კოორდინაციას უწევენ აზერბაიჯანის პრეზიდენტის მიერ დანიშნული სპეციალური წარმომადგენლები კონკრეტულ რაიონებში (რამდენიმე მათგანს შევხვდით კიდეც).

საკუთარი თვალით ვნახეთ, რომ ეს სამუშაოები წარმოებს 24 საათიან რეჟიმში.

ფიზულის რაიონში სრულდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა, რომელშიც უკვე შესრულდა საცდელი ფრენები (ეს აეროპორტიც მოვინახულეთ).

საკუთარი თვალით ვნახეთ, რომ ეს სამუშაოები წარმოებს 24 საათიან რეჟიმში. ფიზულის რაიონში სრულდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა, რომელშიც უკვე შესრულდა საცდელი ფრენები

თითქმის დასრულებულია ქ. შუშასთან მისასვლელი ახალი გზის მშენებლობა, გრძელდება ქ. ჯებრაილთან და ქ. აღდამთან დამაკავშირბელი ავტობანების მშენებლობა.

განსაკუთრებით სწრაფად მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები ქ. შუშაში. ქალაქში უკვე არის 2 ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, სწრაფი ტემპით მიმდინარეობს ადმინისტრაციული შენობებისა და სახლების აღდგენა (სხვა ადგილებისგან განსხვავებით, აქ შენობები დაზიანდა, თუმცა მათი უმეტესობა არ დანგრეულა), შენდება რესტორნები, გაყავთ კომუნიკაციები, მიმდინარეობს ისტორიული ძეგლების რესტავრაცია (მათ შორის, დავინახეთ, რომ ხარაჩოებშია ცნობილი ყაზანჩეცოცის ეკლესია, რომელიც მეორე ომის დროს დაზიანდა).

მოვინახულეთ აზერბაიჯანული საოპერო მუსიკის ფუძემდებლის ბულბულის (რომელიც ცნობილი აზერბაიჯანელი მომღერლის ფოლად ბულბულოღლუს მამა იყო) აღდგენილი სახლ-მუზეუმი. ამ მუზეუმში გამოფენილია თბილისთან დაკავშირებული ექსპონატებიც, რადგან იგი ერთი პერიოდი თბილისშიც ცხოვრობდა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ამ რაიონში გვითხრა, რომ აღდგენითი სამუშაოები 1,5-2 წელი გაგრძელდება და ამის შემდეგ შეეძლებათ დევნილებს დაბრუნება. ამ მომენტისთვის ქალაქში მხოლოდ სამხედროები და აღდგენით სამუშაოებზე დასაქმებული ადამიანები ცხოვრობენ.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ამ რაიონში გვითხრა, რომ აღდგენითი სამუშაოები 1,5-2 წელი გაგრძელდება და ამის შემდეგ შეეძლებათ დევნილებს დაბრუნება. ამ მომენტისთვის ქალაქში მხოლოდ სამხედროები და აღდგენით სამუშაოებზე დასაქმებული ადამიანები ცხოვრობენ

ქალაქიდან ხელისგულზე მოჩანს ყოფილი მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი, რომელსაც სომხები სტეპანაკერტს, აზერბაიჯანელები კი ხანკენდის უწოდებენ.

ქალაქიდან კარგად ჩანს ცნობილი სომეხი ფეხბურთელის ჰენრიხ მხითარიანის (თამაშობს "რომაში") მიერ აშენებული სასახლეც, რომელიც ცხადია, რომ ომის შემდეგ ჩამოერთვა.

ქალაქთან ძალზედ ახლოსაა რუსებისა და სომხების პოზიციები. ამის გამო შუშაში ჯერ კიდევ მოქმედებს კომენდანტის საათი.

ზოგიერთი აზერბაიჯანელი ფიქრობს (და არც თუ ისე უსაფუძვლოდ), რომ რუსების მხრიდან შესაძლებელია პროვოკაციები და შეიძლება წყალში ჩაიყაროს ის დრო, ენერგია და სოლიდური თანხები, რაც ყარაბაღის აღდგენას დღეს ხმარდება.

- რა ხდება ქელბაჯარის, ლაჩინისა და ადგამის რაიონებში, რომელიც სომხეთს ესაზღვრება, ანუ იმ ტერიტორიებზე რომელიც აზერბაიჯანმა სამშვიდობო შეთანხმებით დაიბრუნა?

- ჩვენ გვქონდა საშუალება მოგვენახულებინა აღდამი, უფრო სწორედ რაც მისგანაა დარჩენილი. ხოლო დარჩენილი ძირითადად ქვების გროვებია. ნგრევის მასშტაბით აღდამს ხიროსიმასაც ადარებენ ხოლმე.

რადგან ქ. აღდამი სრულად დანგრეულია, მის ადგილზე აშენდება 100 000-იანი სრულიად ახალი სუპერთანამედროვე ქალაქი. გეგმა უკვე დამტკიცებულია და მშენებლობა დაიწყება ტერიტორიის განაღმისთანავე.

რამდენადაც ამ ტერიტორიებზე უამრავი სამუშაოებია ჩასატარებელი და ყველაფრის გაკეთებას ერთდროულად ვერ აუდიან, მოწვეული ჰყავთ მეგობარი ქვეყნების (უფრო მეტად თურქული) სამშენებლო კომპანიები.

როგორც აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილზე გვითხრეს, უკვე შედგა აზერბაიჯანისა და საქართველოს ეკონომიკის მინისტრების საუბარი იმ მიზნით, რომ ქართული კომპანიებიც ჩაერთონ ქალაქ აღდამის სამშენებლო პროცესში.

როგორც აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილზე გვითხრეს, უკვე შედგა აზერბაიჯანისა და საქართველოს ეკონომიკის მინისტრების საუბარი იმ მიზნით, რომ ქართული კომპანიებიც ჩაერთონ ქალაქ აღდამის სამშენებლო პროცესში

აღდამის რაიონში აპირებენ ვენახებისა და მეღვინეობის დარგის აღდგენასაც (რაც არსებობდა საბჭოთა პერიოდში) და ამ მიმართულებითაც სჭირდებათ ქართული მხარის ჩართულობა.

ასე რომ, სრულიად რეალურია ამ აღდგენით პროცესში ქართული კომპანიების ჩართვაც, რაც, რა თქმა უნდა, მომგებიანი იქნება როგორც უშუალოდ მათთვის, ისე - ზოგადად მთელი ქვეყნისთვის.

- ცალკე საუბრის თემაა ლაჩინის კორიდორი. ამ კორიდორზე კონტროლი რუს სამშვიდობოებს ეკისრებათ, რომ არა მათი კონტროლი, სომხეთს ყარაბაღის იმ ნაწილთან, სადაც სომხები კომპაქტურად ცხოვრობენ სახმელეთო კავშირი არ ექნებოდა...

- ყარაბაღის საკითხზე მსჯელობისას გვერდს ვერ ავუვლით რუსი ე.წ. "სამშვიდობოების" თემას.

აქ ისინი ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმების საფუძველზე გამოჩნდნენ.

ისინი აკონტროლებენ როგორც სომხეთსა და ყარაბაღს შორის დამაკავშირებელ ლაჩინის კორიდორს, ისე დგანან ყარაბაღის სომხურ სოფლებში. იქ სადაც ეს სოფლები ახლოსაა აზერბაიჯანულ პოზიციებთან.

ისინი ასევე დგანან ქ. შუშას შესასვლელში, იქ სადაც ერთდება ერთის მხრივ ქ. შუშას დანარჩენ აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი ახალი გზა და სომხეთ-ლაჩინის კორიდორი-სტეპანაკერტის (იგივე ხანკენდი) დამაკავშირებელი გზა (ამ ფოტოზე სწორედ ეს ადგილია დაფიქსირებული).

საკმარისია, აქ რუსებმა 2 მეტრით გადმოიწიონ (ისინი რომ ამის დიდი "სპეციალისტები" არიან, კარგად ვიცით თუნდაც ჩვენი ოკუპირებულ ტერიტორიების მაგალითზე) და უკვე სერიოზული პროვოკაციაა, რადგან ასეთ შემთხვევაში აზერბაიჯანელებისთვის წყდება სახმელეთო კავშირი ქ. შუშასთან.

რა თქმა უნდა, არც აზერბაიჯანელები სხედან გულხელდაკრეფილები და ჩემი დაკვირვებით, მათ ამ შემთხვევისთვის მომზადებული აქვთ საკუთარი "საშინაო დავალება" (დეტალებზე გასაგები მიზეზების გამო ვერ ვისაუბრებ), მაგრამ ყველა ვარიანტში ეს საშიში და ფეთქებადსაშიში მდგომარეობაა.

მითუმეტეს აქ პროვოკაციები ხშირია. ჩვენს ჩასვლამდე იყო სროლები, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაიჭრა.

ზუსტად არავინ იცის, როდის რა მოუვათ კრემლში მსხდომთ თავში და რას იზამენ კავკასიაში. სიტუაციის არევის საშუალება და გამოცდილებაც მათ ნამდვილად აქვთ.

ყარაბაღთან დაკავშირებით რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის რომ იდეალური ურთიერთობები არ არის, კარგად ჩანს იმ ფაქტითაც, რომ სულ რამდენიმე დღის წინ რუსებმა თავიანთი ე.წ. "სამშვიდობო ძალების" ახალ სარდლად დანიშნეს გენერალ-მაიორი მიხაილ კოსობოკოვი.

ყარაბაღთან დაკავშირებით რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის რომ იდეალური ურთიერთობები არ არის, კარგად ჩანს იმ ფაქტითაც, რომ სულ რამდენიმე დღის წინ რუსებმა თავიანთი ე.წ. "სამშვიდობო ძალების" ახალ სარდლად დანიშნეს გენერალ-მაიორი მიხაილ კოსობოკოვი, რომელიც მანამდე ოკუპირებულ აფხაზეთში განლაგებული რუსული სამხედრო ბაზის უფროსად მსახურობდა

იგი მანამდე ოკუპირებულ აფხაზეთში განლაგებული რუსული სამხედრო ბაზის უფროსად მსახურობდა და ეს ფაქტი აზერბაიჯანული მხარისთვის გაგზავნილი მკაფიო სიგნალია, რაზეც ღიად გვესაუბრნენ ადგილზე მყოფი აზერბაიჯანელი მაღალჩინოსნებიც.

- ცალკე საუბრის თემაა ყარაბაღისათვის აზერბაიჯანის მეორე ომში ანკარის მონაწილეობა-ჩართულობა, და ამ პროცესში თეირანის პოზიცია.

საომარი მოქმედებების დროს რაც იყო, ვიცით და გვახსოვს. ახლა რა შთაბეჭდილება დატოვა აზერბაიჯან-ირანის საზღვარზე და თურქეთ-აზერბაიჯანის სახმელეთო კორიდორზე არსებულმა სიტუაციამ, რომელსაც სამშვიდობო შეთანხმებით ასევე რუსი სამშვიდობოები აკონტროლებენ?

რჩება შთაბეჭდილება, რომ თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის სახმელეთო გზაზე ტვირთებს, ისევე როგორც ირანსა და აზერბაიჯანს შორის ტვირთებს რუსეთი აკონტროლებს... თუ ეს მხოლოდ თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ტვირთების ნაკადს ეხება?

- შარშან გაფორმებული სამშვიდობო ხელშეკრულების ის ნაწილი, რომელიც ნახიჩევანსა და დანარჩენ აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი კორიდორის გახსნას ეხებოდა, რეალურად არ მუშაობს და ეს ბაქოს უკმაყოფილებას იწვევს.

ბოლო დროს აზერბაიჯანში (მათ შორის უმაღლეს დონეებზე) დაიწყეს საუბრები და მინიშნებები, რომ სომხეთის სამხრეთი ნაწილი (რომელსაც სომხური მხარე სიუნიკს, აზერბაიჯანული მხარე კი - ზანგეზურს უწოდებს და რომელიც ერთმანეთისგან ყოფს ნახიჩევანსა და დანარჩენ აზერბაიჯანს) ძირძველი აზერბაიჯანული ტერიტორიაა, რომელიც ისტორიული „ბედუკუღმართობის“ გამო მოხვდა მეზობელი ქვეყნის შემადგენლობაში.

კიდევ უფრო შორს წავიდა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, რომელმაც განაცხადა, რომ თუ სომხეთი თავისი ნებით არ დათანხმდება კორიდორის გახსნის წინადადებას, მაშინ ამას აზერბაიჯანი ძალის გამოყენებით გააკეთებდა.

კიდევ უფრო შორს წავიდა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, რომელმაც განაცხადა, რომ თუ სომხეთი თავისი ნებით არ დათანხმდება კორიდორის გახსნის წინადადებას, მაშინ ამას აზერბაიჯანი ძალის გამოყენებით გააკეთებდა

ცხადია, რომ მოვლენების ასეთი სცენარით განვითარების შემთხვევაში არამხოლოდ ფიზიკურად ჩაიჭრებოდა ირანის ჩრდილოეთთან (სომხეთი, საქართველო, რუსეთი, შავი ზღვა-ევროპა) დამაკაშვირებელი სატრანსპორტო გზები, არამედ, თეირანის გადმოსახედიდან, ირანის გარშემო შეიკვრება ერთიანი თურქულ-აზერბაიჯანული რკალი, რამაც შესაძლოა კიდევ უფრო გააღვივოს ნაციონალისტური განწყობები ჩრდილოეთ ირანში მცხოვრებ აზერბაიჯანელებში.

- ვიცით, რომ სომხური მხარის კონტროლქვეშაა 3 რაიონი ყოფილი ავტონომიის შიგნით - სტეპანაკერტის (ხანკენდი), მარტუნის (ხოჯავენდი) და მარტაკერტის (აღდერე).

ვიცით, რომ იქ არ ყოფილხართ, მაგრამ იქ არსებულ ვითარებაზე აზერბაიჯანული ხედვა როგორია გეცოდინებათ...

- ცხადია, აზერბაიჯანიც ზემოხსენებულ რაიონებსაც საკუთარ ტერიტორიად განიხილავს. თუმცა, იქ დგანან რუსი ე.წ. „სამშვიდობო ძალები“, რომლებიც რეალურად რას იზამენ ხვალ, არავინ იცის.

მართალი ბრძანდებით, მაგ რაიონებში გასაგები მიზეზების გამო არ ვყოფილვართ. თუმცა, რაც ვნახე ქ. შუშაში, რომელიც ადრე სომხური მხარის კონტროლქვეშ იყო, დაახლოებითი სურათის შექმნა შესაძლებელია.

პირველ რიგში, ეს ალბათ არის ჯერ კიდევ პირველი ომის მიერ მოტანილი ნგრევა და მისი კვალი, რომელიც ყარაბაღში ყველა ნაბიჯზეა. სომხური მხარე უფრო ღარიბია და ეს იგრძნობა შენობების თუნდაც ვიზუალური მხარის ნახვისას.

- ყარაბაღის მეორე ომის მოგებით დასრულების შემდეგ ოფიციალურ ბაქოსთან დაახლოებული საექსპერტო წრეები იმედს გამოთქვამდნენ, რომ 5-7 წელიწადში კომპაქტურად დასახლებულ სომხურ რაიონებში მცხოვრები სომხები აზერბაიჯანის მოქალაქეობას მიიღებდნენ და დროთა განმავლობაში ამ რაიონების აზერბაიჯანის ეკონომიკურ და სამართლებრივ სივრცეში ინტეგრაცია მოხდებოდა.

საინფორმაციო საშუალებებით შეძლებისდაგვარად ვეცნობით რა ხდება ამ რაიონებში, მაგრამ, თუ როგორ წარმოედგინა ბაქოს ამ რაიონების პერსპექტივა, ამის მსგავსი არაფერი ხდება...

თქვენი დაკვირვებით სავარაუდოდ როგორი პერსპექტივა აქვს ყარაბაღში კონფლიქტის დასრულებას და აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობებს?

- სხვების მოსაზრებებზე ვერაფერს გეტყვით. მაგრამ პირადი შთაბეჭდილებები ამ საკითხზე შემიძლია გაგიზიაროთ.

ჩემ ცხოვრებაში ბევრი კონფლიქტი მიკვლევია, ბევრი მიკითხავს და მინახავს. მაგრამ ყველაზე მეტად ალბათ მაინც ყარაბაღმა დამთრგუნა, რომელიც, როგორც მკვლევარისთვის, ძალიან საინტერესო, მაგრამ ამავე დროს ძალზე მძიმეა.

ყარაბაღის ომში, ისევე როგორც ყველა სხვა კონფლიქტში, ყველაზე მძიმე მაინც ადამიანური ტრაგედიებია, რომელსაც უემოციოდ ადამიანი ვერ მოისმენს.

ყარაბაღის I და II ომს ორივე მხრიდან 60 000-ზე მეტი ადამიანის (მათ შორის, უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ) სიცოცხლე შეეწირა, მილიონზე მეტი ადამიანი კი დევნილად (ზოგი ორჯერ იქცა დევნილად) იქცა.

ყარაბაღის I და II ომს ორივე მხრიდან 60 000-ზე მეტი ადამიანის, მათ შორის, უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ, სიცოცხლე შეეწირა, მილიონზე მეტი ადამიანი კი დევნილად იქცა. ზოგი ორჯერ იქცა დევნილად

ყველა ეს შემთხვევა დიდ ადამიანურ ტრაგედიებთანაა დაკავშირებული, რასაც ორივე მხრიდან არაერთხელ მოისმენთ (აქ დეტალურად მხოლოდ იმიტომ არ მოვყვები მათ შესახებ, რომ არ მინდა თქვენი კიდევ უფრო "დამძიმება").

ყარაბაღში მოხვედრისას კიდევ ერთხელ ფიქრდები კონფლიქტების მსხვერპლზე, ომის სისასტიკეებზე, ადამიანის სასტიკ ბუნებაზე...

შესაძლებელია თუ არა სომხებისა და აზერბაიჯანელების მშვიდობიანი თანაცხოვრება? ალბათ, როდესღაც შესაძლებელი იქნება. მაგრამ არა ახლა (ეს ჩემი პირადი შთაბეჭდილებაა, რომელსაც, რა თქმა უნდა, თავს არავის ვახვევ).

შესაძლებელია თუ არა სომხებისა და აზერბაიჯანელების მშვიდობიანი თანაცხოვრება? ალბათ, როდესღაც შესაძლებელი იქნება. მაგრამ არა ახლა.ეს ჩემი პირადი შთაბეჭდილებაა, რომელსაც, რა თქმა უნდა, თავს არავის ვახვევ

ჩემი დაკვირვებით, ჯერ ისევ მოუშუშებელია ომის ჭრილობები და ეს ბუნებრივია, ეს დიდი ტრაგედიები ხომ სულ ახლახანს მოხდა.

ვფიქრობ, რომ დროა საჭირო. ზუსტად რამდენი დრო? ამ კითხვაზე პასუხი მე (და ალბათ არც სხვას) არ მაქვს...

შორია მშვიდობამდე? ალბათ, შორია.

მაგრამ სხვა რა ალტერნატივა არსებობს? ისევ ომი?

დღეს, როცა ჭრილობები ჯერ კიდევ მოუშუშებელია და ომით გამოწვეული ემოციები ახალია, ალბათ ძნელია შერიგებაზე მსჯელობა.

მაგრამ მასზე ფიქრის დაწყება აუცილებელია. მშვიდობას ალტერნატივა არ გააჩნია.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო