„ვითიბი“ მომხმარებელს ახალ, ინოვაციურ პროდუქტს სთავაზობს

მშენებარე ბინის შეძენა ასეთი უსაფრთხო და მარტივი არასდროს ყოფილა,- ამის შესახებ განცხადებას „ვითიბი ბანკი“ ავრცელებს და განმარტავს, რომ უკვე დღეიდან, მშენებარე ბინის შესაძენად გადახდილი თანხის შესაძლო დაკარგვით გამოწვეულ ზარალს, „ვითიბი“ აანაზღაურებს.

მათივე ინფორმაციით, სწრაფ იპოთეკურ სესხთან ერთად, მშენებარე ბინის მყიდველს, შესაძლებლობა ეძლევა, შეიძინოს უძრავი ქონება ბანკის მიერ დაფინანსებულ დეველოპერულ პროექტებში და ამასთანავე, მიიღოს 100%-ანი გარანტია საკუთარი თანამონაწილეობის სრულ მოცულობაზე, პროექტის სრულად ჩაბარებამდე. შესაბამისად, იგრძნოს თავი დაცულად და კომფორტულად.

„ბანკი უზრუნველყოფს მყიდველის მიერ დეველოპერებზე გადახდილი თანხის 100%-ის დაბრუნებას, იმ შემთხვევაში, თუ დეველოპერების მიერ არ მოხდება მყიდველის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების დროული და ჯეროვანი შესრულება,“- ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, „ვითიბი ბანკი“, „ ვითიბის“ საერთაშორისო ფინანსური ჯგუფის წევრია. დღეს ვითიბი ჯგუფის ბანკები 18 ქვეყანაშია წარმოდგენილი.

„ვითიბი ჯგუფის“ უნივერსალური მოდელი მოიცავს: კორპორატიულ, საცალო და საინვესტიციო ბიზნესს. საქართველოს მასშტაბით ბანკს 28 ფილიალი აქვს, სადაც კლიენტებს მარტივ, სწრაფ, ინოვაციურ პროდუქტებს და მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ. ყოველწლიურად, „ვითიბი ბანკის“ 900–ზე მეტი თანამშრომელი 300,000-მდე კლიენტს ემსახურება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო