„სინგაპურის კონვენციის შესახებ“ ვებინარი ჩატარდა

სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ ორგანიზებით, ასოციაციის წევრებისათვის „სინგაპურის კონვენციის შესახებ“ ვებინარი ჩატარდა, რომელსაც სინგაპურის მედიაციის ცენტრის სერტიფიცირებული მედიატორი, დოქტორი - DR. Bharati Rao უძღვებოდა.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილმა გახსნა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა სინგაპურის კონვენციის მნიშვნელობას საერთაშორისო კომერციული დავების მედიაციის გზით გადაწყვეტილ საქმეებზე და აღინიშნა, რომ კონვენცია უზრუნველყოფს უფრო ეფექტურ საშუალებებს მედიაციის შედეგების აღსასრულებლად.

ღონისძიების დასასრულს გაიმართა დისკუსია.

„სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“ განაგრძობს საერთაშორისო თანამშრომლობას და ასოციაციის წევრებს კვლავ მისცემს შესაძლებლობას გაეცნონ მედიაციის სფეროში საერთაშორისო პრაქტიკას,“- ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?