თაკო ჩარკვიანი - რუსეთის უშიშროება ზეწოლას ახდენს საქართველოს უშიშროებაზე, რათა მიხეილ სააკაშვილი განადგურდეს - რუსთაველზე მრავალათასიან მიტინგს ვაანონსებთ

რუსეთის უშიშროება ზეწოლას ახდენს საქართველოს უშიშროებაზე, რათა ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი განადგურდეს, - ამის შესახებ პარტიის „კანონი და სამართალი“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მან საქართველოში ყველა აკრედიტირებულ ელჩს მიმართა, მიხეილ სააკაშვილი პირადად მოინახულონ და ხელისუფლებაზე ზეწოლა განახორციელონ.

„ვფიქრობ, არ გამოვირჩევი ეთერში ტყუილ-უბრალოდ ინფორმაციის სროლით. უმძიმესი ინფორმაცია გვაქვს, სასწრაფოდ შევიკრიბეთ. მივმართავ ყველა აკრედიტირებულ ელჩს საქართველოში, სენატორებს, ევროპარლამენტარ ბატონ კუბილიუსს, აშშ-ის, უნგრეთის, ბრიტანეთის ელჩს, ბატონო რან გიდორ თქვენ მოგმართავთ, ისრაელის ელჩს, ასევე ნატო-ს მისიის ხელმძღვანელობას ამიერკავკასიაში, უფლებადამცველებს უმძიმესი, გადამოწმებული ინფორმაცით, რუსეთის უშიშროება ზეწოლას ახდენს საქართველოს უშიშროებაზე, რათა ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი განადგურდეს. რა ფორმით? მოგეხსენებათ, ფორმები მათი გამოგონილია. ჩვენი ინფორმაციით, ამ რამდენიმე დღეში აპირებენ ჯერ მის ფობიურ მდგომარეობაში მოყვანას, ეს ინფორმაცია არის დაზუსტებული, ამიტომ, გვინდა, დიპლომატიურმა კორპუსმა მოინახულოს სააკაშვილი და ზეწოლა განახორციელონ უზნეო რუსეთზე მომუშავე ხელისუფლებაზე. დღეს თქვენ მოისმინეთ ღარიბაშვილის განცხადება, მივმართავ დიპლომატიურ კორპუსს, ალბათ, უკვე ეჭვი არავის გეპარებათ, რა მზადდება საქართველოში“, - განაცხადა ჩარკვიანმა.

მან ორ დღეში რუსთაველზე მასშტაბური აქცია დააანონსა.

„უზარმაზარ, მრავალათასიან მიტინგს ვაანონსებთ ამ ორ დღეში რუსთაველზე“, - განაცხადა ჩარკვიანმა.

მისი ინფორმაცით, ჩაფიქრებულია მიხეილ სააკაშვილის მორალური თუ ფიზიკური განადგურება.

„ყოფილი პრეზიდენტი დიდ განსაცდელშია, განსაცდელი საქართველოში არ ის, რომ მორალურად უნდათ გადატეხონ წელში ყოფილი პრეზიდენტი. კიდევ უფრო უზარმაზარი განსაცდელი გახლავთ ის სიჩუმე, რომელიც აუცილებლად საქართველოს ანექსიას მოუტანს. მე თითოეულ სიტყვაზე პასუხს ვაგებ, რასაც ახლა ვამბობ, დანარჩენი თქვენზეა. მსოფლიო გთხოვთ, დადექით კიდევ ერთხელ ჩვენს გვერდით“, - განაცხადა ჩარკვიანმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს