მიხეილ სარჯველაძე - სააკაშვილმა დაგვამადლა, რომ ნარკოტესტს ვენაში არ გაიკეთებს, არც არავინ გაუშვებს - დაკავების კადრებში იღიმის და შეიძლება ადამიანმა შეფასება გააკეთოს, არ მგონია, პრემიერი ერთადერთია, ვისაც ეს შთაბეჭდილება დარჩა

დაგვამადლა სააკაშვილმა, რომ ნარკოტესტს ვენაში არ გაიკეთებს, არც არავინ გაუშვებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც გამოეხაურა მიხეილ სააკაშვილის შეთავაზებას.

ამასთან, სარჯველაძემ გადაცემაში განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის დაკავების კადრებში ჩანს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი იღიმის, რაზეც წამყვანმა ჰკითხა: კადრების მიხედვით შეგვიძლია, რომ ეჭვი შევიტანოთ და ვთქვათ, რომ სააკაშვილი ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა? რაზეც სარჯველაძემ უპასუხა, რომ „არ მგონია, რომ პრემიერ-მინისტრი ერთადერთია, რომელსაც ეს შთაბეჭდილება დარჩა“.

„დაკავების კადრები, რომელიც ნახეთ, გახსოვთ? კადრებში სააკაშვილი იღიმის და მარტო გაღიმებაზე არ არის, აქ შეიძლება ადამიანმა შეფასება გააკეთოს. არ მგონია, რომ პრემიერ-მინისტრი ერთადერთია, რომელესაც ეს შთაბეჭდილება დარჩა, თუნდაც იმ კადრების დროს, რომელიც დაკავებას უკავშირდება. მე ასე მგონია და მგონია, რომ მართალი ვარ. ჩემს ირგვლივ ბევრი ადამიანი ვნახე, რომელიც ამაზე პირდაპირ საუბრობდა.

რაც შეეხება საკითხს იმის შესახებ, რომ ნარკოდამოკიდებულება არის კლინიკური შემთხვევა, მაგალითად ვინმეზე უმიზეზოდ ისაუბრო, რომ ის არის ნარკოდამოკიდებული, ეს სხვა შემთხვევაა, მაგრამ როდესაც საუბარია იმაზე ვის მიმართაც ინტერესი მაღალია, ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ცოტა სხვაგვარია დამოკიდებულებები და პრინციპები, თუნდაც პერსონალური მონაცემების გამჟღავნებისა, ამგვარი რამ კანონითვე გარანტირებულია“ , - აღნიშნა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ღია წერილი გაავრცელა. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ფსიქოლოგიური და ფსიქიკური მდგომარეობა ციხეში შესვლამდე და შესვლის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ შფოთავენ, რომ მათი ლიდერი მძიმე მდგომარეობაშია და ციხიდან დაუყოვნებლივ გაყვანას ითხოვს. მისივე თქმით, აბსურდულად მიაჩნია ვერსია, რომ სააკაშვილი შეგნებულად ჩაჯდა ციხეში და ის წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი.

როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, ზოგი ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლების გადატრიალების განზრახვით დაბრუნდა, საუბრობენ იმაზეც, რომ ნარკოტიკებზე მძიმე დამოკიდებულების ფონზე, თავისი გადაწყვეტილების შედეგების გათვლა გაუჭირდა, თუმცა აღნიშნავს, რომ ალოგიკური გადაწყვეტილების ნარკოტიკებზე გადაბრალებაც აბსურდია.

ამასთან, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა, რომ სააკაშვილი მზადაა, ტელეკამერების თანდასწრებით, არა ვენაში ან სამხარაულის ბიუროში, არამედ ციხეში ჩააბაროს ნარკოტესტი და ღარიბაშვილთან ექნებათ „ჩელენჯი”, კანცელარიაში ჩააბაროს ტესტი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა