გიგი წერეთელი - დღეს რეალობა ასეთია, მესამე პრეზიდენტი საპატიმროშია, ვიტყოდი მძიმე პირობებში, როგორც იცით, ის შიმშილობს

უკვე ძალიან დიდი ხანია, ეუთო, რომელიც მთავარი სტრუქტურაა მსოფლიოში, როგორც აუდიტი საარჩევნო პროცესში, არ წერს, არ ახდენს, რაღაცნაირად შტამპს არ ადებს იმას, არჩევნები ლეგიტიმური იყო თუ არა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ გიგი წერეთელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა.

ის ასევე გამოეხმაურა ციხეში მიხეილ სააკაშვილის შიმშილობას და განაცხადა, რომ მის გათვლებთან დაკავშირებით საუბარი რთულია.

„დღეს რეალობა ასეთია, საქართველოს მესამე პრეზიდენტი არის საპატიმროში, ვიტყოდი მძიმე პირობებში, როგორც იცით, ის შიმშილობს. რა გათვალა-ვერ გათვალა, ამ შემთხვევაში ამაზე საუბარი ჩვენგან რთულია, რადგან ყველაფერი მაინც შედეგით იზომება, შედეგი არ არის იმგვარი, თუკი ვინმე ამას ასე ფიქრობდა, რომ მისი საქართველოში ყოფნა რაღაც უფრო სხვა შედეგს გამოიწვევდა. ეს მიმდინარე პროცესია, წინ მეორე ტურია. მოხდა იმგვარად, რომ ამ ფაქტმა, ორივე მიმართულებით გამოიწვია გარკვეული ცვლილებები, ერთი ნაწილის მობილიზებაც მოახდინა და მეორესიც, პოლარიზება და დაყოფა, ერთ-ერთი ის მოდელია, რომლითაც ხელისუფლება კარგად ოპერირებს ამ ბოლო წლების განმავლობაში, პრაქტიკულად, ყველა არჩევნებში. დღევანდელი რეალობით, 20-მდე ქალაქში მეორე ტურია, ბევრგან ოპოზიცის წარმომადგენლები არიან წინ.

კასკადია მხოლოდ ნეგატივის, სამწუხაროდ, არავითარი დადებითი იმპულსი, დადებითი ინფორმაცია საქართველოდან არ მიდის, დასრულებული იმით, რომ ყოფილი პრეზიდენტი ისევ ციხეშია, ვისთვის უნდა იყოს ეს დადებითი მოვლენა? საქართველოდან არ მიდის ინფორმაცია, რომ მსხვილი ინვესტიცია განხორციელდა, ან დიდი ღონისძიება ჩატარდა, ან საქართველოში ინფლაცია მკვეთრად შემცირდა, ლარის კურსი გამყარდა, ამ ბოლო დღეებში მხოლოდ და მხოლოდ ყოველდღიურად ისმის, რომ არჩევნები გაყალბდა, მესამე პრეზიდენტი საპატიმროშია, შიმშილობს, ისევ მზადყოფნა, რომ იყოს აქციები და ა.შ. ეს თუ გვინდა, რომ შეიცვალოს და ყველას გაუჩნდეს იმედი, რომ ეს ქვეყანა, ეს საზოგადოება მოახერხებს გაუმჯობესებას ამ მდგომარეობის, უნდა მივუდეთ არჩევნებზე“, - განაცხადა წერეთელმა.

ის ასევე გამოეხმაურა ეუთო-ს, აშშ-ს საელჩოს, ევროპარლამენტარების ანგარიშებს.

„უკვე ძალიან დიდი ხანია, ეუთო, რომელიც მთავარი სტრუქტურაა მსოფლიოში, როგორც აუდიტი საარჩევნო პროცესში, არ წერს, არ ახდენს, რაღაცნაირად შტამპს არ ადებს იმას, არჩევნები ლეგიტიმური იყო თუ არა. მოდელი შემდეგია, ეუთო-ს საერთო სადამკვირვებლო მისიების ორგვარი დაკვირვებაა, რადგან არჩევნები არის არჩევნების დღემდე და არჩევნების დღე. უმეტეს შემთხვევაში, როცა ამ დასკვნებს ვნახულობთ, აღწერილია არჩევნების დღე, მაგრამ კომპეტენტურ და ზუსტად ობიექტურად ჩამოყალიბებულ დასკვნებში აუცილებლად კარგადაა გაანალიზებული ყველაფერი, მედიაგარემოც, რეგისტრაციებიც, ადმინისტრაციული რესურსებიც არჩევნებამდე. ჩვენ უნდა აღვწეროთ, როგორც დამკირვებლებმა ყველაფერი, თვითონ ამ ქვეყნის საზოგადოება იღებს გადაწყვეტილებას ლეგიტიმაციას ახდენს თუ არა.

წახალისება შეიძლება ხდებოდა საქართველოს მიმართაც, ვინაიდან მიაჩნდათ, რომ ეს ქვეყანა არის ღირებული იმისთვის, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ყველაფერში არ „გაეშავებინათ“, ამით სამწუხაროდ, ცუდი სამსახური გაუწიეს ხელისუფლებას. ახლა მოხვდათ ცხვირში მუშტი, ამ არჩევნებზე. ამ ხალხმა დაინახა - კარგი, ერთხელ გითხარი რბილად, მეორედ გითხარი რბილად, ახლა გითხარი მკაცრადო. რა თქმა უნდა, ძალიან მკაცრი დასკვნაა. ვთვლი, რომ არც ერთი დეტალი არ გაუშვეს, კანდიდატებზე ზეწოლა და მოხსნა, ადმინისტრაციული რესურსი, მკვეთრი პოლარიზება, ყველაფრის ხელისუფლების სასაარგებლოდ გამოყენება. ეუთომ აღწერა ფაქტები და ჩანაწერი იყო, რომ ეს იყო ხელისუფლების უპირატესობა, ხელისუფლებისთვის გაცილებით მეტი საშუალება, ეს არ ახდენს არჩევნებზე გავლენას?“ - განაცხადა წერეთელმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა