„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" თავმჯდომარის განცხადებით, დღეიდან ყველა მედიატორი, მზად არის კვალიფიციურად წარმართონ ყველა ის სამედიაციო პროცესი, რომელიც ბავშვთა უფლებებს ეხება

სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" თავმჯდომარის განცხადებით, დღეიდან სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ ყველა მედიატორი, მზად არის კვალიფიციურად წარმართონ ყველა ის სამედიაციო პროცესი, რომელიც ბავშვთა უფლებებს ეხება.

როგორც „საქართველოს მედიატორთა ასოციაციაში" აღნიშნავენ, „საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ“ დონორი ორგანიზაციის USAID PROLoG -ის მხარდაჭერით, 2020 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედებულ “ბავშვთა უფლებათა კოდექსის” მოთხოვნათა შესაბამისად, უზრუნველყო ასოციაციის წევრი მედიატორების სრულად გადამზადება, რომლებიც სამედიაციო საქმიანობას ახორციელებენ ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებულ საქმეებზე.

„სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციისთვის“ მნიშვნელოვანია უპასუხოს იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დგას თანამედროვე საზოგადოება ბავშვის აღზრდისა და ბავშვის უფლებების დაცვის სფეროში და შესაბამისად დაცული იყოს ბავშვთა საუკეთესო ინტერესები.

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ“ დონორი ორგანიზაციის USAID PROLoG -ის მხარდაჭერით, 2020 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედებულ “ბავშვთა უფლებათა კოდექსის” მოთხოვნათა შესაბამისად, უზრუნველყო ასოციაციის წევრი მედიატორების სრულად გადამზადება, რომლებიც სამედიაციო საქმიანობას ახორციელებენ ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებულ საქმეებზე. აღნიშნული სპეციალიზირებული მედიატორების ჩართულობა სამედიაციო პროცესში, უზრუნველყოფს პროცესის დროს ბავშვებისადმი უთანასწორო მოპყრობის გარეშე, ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატეს გათვალისწინებას, მათი ღირსების დაცვას, კეთილდღეობას და უსაფრთხოებას. ასოციაცია მუდმივად ზრუნავს და ხელს უწყობს ასოციაციის წევრ მედიატორებს პროფესიულ განვითარებაში. სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი ულოცავს მედიატორებს რომლებსაც მიენიჭათ დამატებითი სპეციალიზაცია ბავშვთა უფლებებში”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვალერი ჩეჩელაშვილი - ცეცხლის შეწყვეტაზე გადაწყვეტილება რუსეთმა უკრაინელებთან ერთად უნდა მიიღოს, მაგრამ უსაფრთხოების რა გარანტიები ექნება უკრაინას, ეს უკრაინის, ევროპის და აშშ-ს მოლაპარაკებების საგანია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.08.2025
განსაკუთრებული შეთავაზება მხოლოდ ოფიციალური Samsung-ის შეძენისას
ახალი კოროლა კროსი – დახვეწილი SUV სტილი