ბათუმში საზაფხულო თეატრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ბათუმში საზაფხულო თეატრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმის საზაფხულო თეატრში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელთან და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელთან ერთად გაეცნო.

პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია საზაფხულო თეატრის როგორც გარე ფასადის, ასევე ინტერიერის სარემონტო სამუშაოები.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, უკვე დასრულებულია სცენის იატაკის მოპირკეთება, ადმინისტრაციისა და შემოქმედებითი ჯგუფების ოთახების სამღებრო სამუშაოები. პროექტის ფარგლებში თეატრს შეემატება ახალი გახმოვანების და განათების სისტემა.

„ბათუმის ბულვარში მდებარე საზაფხულო თეატრის შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

საზაფხულო თეატრის რეაბილიტაციისთვის 375 ათასი ლარია გათვალისწინებული. შენობის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა