ზუგდიდის საოლქო კომისიაში მე-11 მაჟორიტარული ოლქის ბიულეტენების გადათვლას შემდეგ შედეგები შეიცვალა და გამარჯვებული "ქართული ოცნების" კანდიდატი გახდა

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში მე-11 მაჟორიტარული ოლქის ბიულეტენების გადათვლის შემდეგ, ოლქში შედეგები შეიცვალა და გამარჯვებული "ქართული ოცნების" კანდიდატი სოსო გოგოხია გახდა. კერძოდ, მმართველი პარტიის კანდიდატს 12 ხმა დაემატა, ენმ-ს - 1, "გახარია - საქართველოსთვის" 1 ხმა. აქამდე აღნიშნულ სამაჟორიტარო ოლქში ენმ-ს კანდიდატი იგებდა. საჩივრის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, რადგან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ბიულეტენების ხელახლა გადათვლას უსაფუძვლოს უწოდებდნენ და პარალელურად ყველა უბნის გადათვლას მოითხოვდნენ.

ენმ-ს წარმომადგენლის, პარლამენტის წევრის ანა წითლიძის თქმით, ოლქში, რომელიც გახსნეს, კონვერტები იყო გახსნილი და ლუქი ახსნილი. ანა წითლიძე აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურისთვის მიმართვას გეგმავს.

ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი, ოპოზიციური პარტიის ბრალდებას კონვერტების გახსნასთან დაკავშირებით უარყოფს. მისი თქმით, პროცესი იყო გამჭვირვალე და გახსნას როგორც მედიის წარმომადგენლები, ასევე დამკვირვებლებიც ესწრებოდნენ.

საოლქო კომისიასთან იმყოფებოდა ზუგდიდის მერობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" მამუკა წოწერია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, გადათვლა საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით მოხდა და ამასთან მტკიცებულებებიც არსებობდა, რომ ოლქში მმართველი გუნდის კანდიდატს ჰქონდა უპირატესობა.

„პირველი დღიდანვე არჩევნების დასრულებამდე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოსო გოგოხია აცხადებდა, რომ მას ჰქონდა უპირატესობა კონკურენტთან შედარებით. დადასტურდა ის რეალობა, რაც იყო. არანაირად არ აქვს "ნაციონალურ მოძრაობას" საჩივრის შეტანის, განხილვის საკითხის ექსკლუზივი და დისკრეცია. ეს არის ნებისმიერი საარჩევნო სუბიექტი შესაძლებლობა", - განაცხადა მამუკა წოწერიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს