ადგილობრივები ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, კორპუსის ჩამონგრევასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსიაზე საუბრობენ

ადგილობრივები ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, კორპუსის ჩამონგრევასთან დაკავშირებით რამდენიმე ვესრიაზე საუბრობენ. ერთ-ერთი მოქალაქის განმარტებით, კორპუსის ჩამონგრევა, სავარაუდოდ, მე-6 სართულის დაშენებამ გამოიწვია.

„როგორც აქ საუბრობდნენ, კორპუსს ზემოთ მე-6 სართული დააშენეს და სავარაუდოდ, სიმძიმეს ვერ გაუძლო. ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს“, -აღნიშნა ადგილზე მყოფმა პირმა.

კიდევ ერთი ვერსიის მიხედვით, აღნიშნული კორპუსი დაზიანებული იყო.

“წინა კორპუსში ვცხოვრობ. მიზეზს ამბობენ, რომ კორპუსი დაზიანებული იყო, მეზობლები ამბობენ, რომ ქვემოთ 24-საათის განმავლობაში ვიბრაციულად თხრიან ყველაფერს. მთელი ბათუმი ასეა, დათხრილია სადარბაზოები, მთავრობა არანაირ საჩივრებს არ ითვალისწინებს. მეორე სართულზე იყო რემონტი და იქედან პირველად შევნიშნეთ ქვების ცვენა, ამის შემდეგ მთელი სადარბაზო ჩამოინგრა. მე-6-მე-7 სართულები კორპუსს დაახლოებით, 10 წლის წინ დააშენეს“, - განაცხადა ადგილობრივმა.

კიდევ ერთი თვითმხილველის ინფორმაციით, კორპუსის მცხოვრებლები დილით გააფრთხილეს, რომ ბუნებრივი აირი დღეს ორი საათის განმავლობაში არ იქნებოდა.

„ვიცი, რომ დილით აფრთხილებდნენ გაზი არ იქნება ორი საათითო. სანამ სამსახურში წავედი ეს გავიგონე. გზაში გავიგე ეს ინფორმაცია, რომ სადარბაზო ჩამოინგრა“, - განაცხადა თვითმხილველმა.

ცნობისთვის, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა. არსებული ინფორმაციით, არიან დაშავებულები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა