ექიმის ინფორმაციით, ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულ მცირეწლოვანს სხეულზე ზედაპირული დაზიანებები და ქვედა კიდურის ტრავმა აქვს, თუმცა გონება არ დაუკარგავს და კონტაქტურია

ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევისას დაშავებულ ერთ-ერთ მცირეწლოვანს ამ ეტაპზე, იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში კვლევები უტარდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კლინიკის დირექტორმა თამარ ბახტაძემ განუცხადა, ბავშვი 1 წლის და 3 თვისაა და ზედაპირული დაზიანებების გარდა, ქვედა კიდურის დაზიანებაც - წვივის ძვლის მოტეხილობაც აქვს.

„ბავშვს ამ ეტაპზე, გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტში კვლევები უტარდება. მას ქვედა კიდური აქვს დაზიანებული. ასევე, აქვს ზედაპირული დაზიანებები მთელს სხეულზე. მას გონება არ აქვს დაკარგული და კონტაქტურია. კვლევის შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი,“- განაცხადა თამარ ბახტაძემ.

მისივე ინფორმაციით, ჰოსპიტალში, ჯერჯერობით, ბათუმში კორპუსის ნაწილის ჩამონგრევისას დაშავებული მხოლოდ ერთი მცირეწლოვანი იმყოფება.

ცნობისთვის, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურები. მაშველებმა კორპუსის ჩამონგრევის ადგილიდან ორი ბავშვი გამოიყვანეს, მათ შორის ერთი ახალშობილია.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს